Designa Individual-მა ექსკლუზიურად კახა კალაძისთვის საათი Custom Rolex Daytona მაჯის საათი შექმნა, რომელიც 62 490 ევრო ღირს, - ამის შესახებ ინფორმაციას Oracle Of Time ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ Designa Individual-მა წითელი კვარცის ბოჭკოებისგან დაამზადა 41 მმ დიამეტრის Daytona-ს კორპუსი. კვარცის ბოჭკოვანი არის მასალა, რომელიც უფრო ხშირად გამოიყენება მაღალი კლასის სპორტულ საათებში, ნახშირბადის ბოჭკოსთან მსგავსების გამო - უაღრესად მსუბუქი და გამძლე. ციფერბლატის წითელ ფონზე არის წარწერა - KALA. მთლიანად საათის დიზაინი აწყობილია სამ ფერზე - შავი, წითელი და თეთრი.

„კახამ მოითხოვა, რომ საათი ასახავდეს მის ცხოვრებაში მიღწეულ უმაღლეს ეტაპს - ჩემპიონთა ლიგის მოგებას. ამავე დროს მან საათის მთავარ ფერად წითელი აირჩია. როგორც ერთგვარი კავშირი მისი ქვეყნის დროშასთან, საქართველოსთან და ასევე მილანის საფეხბურთო გუნდის საშინაო ფერებთან“, - წერს გამოცემა.

კოლექციისთვის სულ 17 ერთეული საათი დამზადდა, თითოეულის ფასი კი 62 490 ევროა.

ფასი და მახასიათებლები:

მოდელი: Designa Individual-ის საათები კახა კალაძისთვის

კორპუსი: 40მმ დიამეტრი, კვარცის ბოჭკო

ფერები: წითელი და თეთრი

წყალგამძლეობა: 50 მ (5 ბარი)

მოძრაობა: Rolex კალიბრის 4130, COSC-ს სერტიფიცირებული,

ავტომატური, 44 სამკაული

სიხშირე: 28800 ვ/სთ (4 ჰც)

ენერგიის რეზერვი: 72 სთ

ფუნქციები: საათები, წუთები, წამები, ქრონოგრაფი

სამაჯური: ხელნაკეთი NATO-ს ნეილონი ველკროს შესაკრავით

ფასი/რაოდენობა: €62,490 (დაახლოებით £ 52,800), 17 ცალი