„ევროკავშირისკენ საქართველოს გზა ეს არის ის ბუნებრივი გზა, რომელიც ევროპულმა ერმა უნდა გაიაროს, რათა სრულფასოვანი წევრი გახდეს იმ ოჯახისა, სადაც მისი ადგილია. ბედის უკუღმართობის გამო ჩვენ ვიყავით ამოგლეჯილი ევროპული ოჯახიდან და ნამდვილად დროა რომ იქ დავბრუნდეთ“, - ამის შესახებ  GIPA-ს ასოცირებულმა  პროფესორმა, ბრიუსელის საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიის ევროპული ცენტრის უფროსმა მეცნიერ თანამშრომელმა თენგიზ ფხალაძემ რადიო „კომერსანტის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, იმედია საბოლოოდ საღი აზრი გაიმარჯვებს და უნგრეთის პოზიცია საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით დადებითი იქნება.

„იმედი მაქვს კონსენსუსი იქნება მიღწეული და მიღებული იქნება გადაწყვეტილება, რომელიც ხელსაყრელია ყველასთვის და ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის“,- აღნიშნა თენგიზ ფხალაძემ.