ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ახალციხისკენ მიმავალ გზაზე, სოფელ პაქსაძეები-კორტოხის მონაკვეთში, 19 ივნისის 23:00 საათიდან 20 ივნისის 07:00 საათამდე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

ამავე ცნობით, ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (ანგისა) - ახალციხის საავტომობილო გზის 88-ე კმ-ზე [პაქსაძეები-კორტოხის მონაკვეთი] მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს უკავშირდება.