საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში ადგილობრივი მილიციის მხრიდან სასტიკი ცემის შედეგად საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის დაღუპვა რუსეთის მიერ ადამიანის უფლებების აშკარა დარღვევის ტრაგიკული შეხსენებაა.

„ოკუპირებულ აფხაზეთში ადგილობრივი მილიციის მხრიდან სასტიკი ცემის შედეგადაც საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე, თეიმურ კარბაია დაიღუპა - ეს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის ელემენტარული უფლებების აშკარა დარღვევის ტრაგიკული შეხსენებაა. მწუხარე 75 წლის იუბილე!“- წერს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.
გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპირებულ გალის რაიონში საქართველოს მოქალაქეს, თემურ კარბაიას, საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. მილიციის თანამშრომლებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და სცემეს. კარბაია საავადმყოფოში გადაყვანისთანავე დაიღუპა.