სადღესასწაულო სუფრის თემატური ჭურჭლით გაშლა ერთი-ორად ამაღლებს განწყობას. თან, ჭურჭელი ისაა, რაც ზედმეტი არასდროს არაა და მისი განახლება ყოველთვის დროული და სწორია.
სერვირების გარდა, ჭურჭელს უდიდესი დატვირთვა ენიჭება კერძების მომზადების პროცესში. კარგი ქვაბი და ტაფა არის მთავარი „მიზეზი“ იმისა, რომ კერძი განსაკუთრებულად გემრიელი გამოვიდეს.
საკვების კარგად მომზადებისთვის საჭიროა ჭურჭელი თანაბრად გახურდეს. სიმხურავლე ყველაზე თანაბრად თუჯის, კერამიკისა და ტეფლონის დაფარვიან ჭურჭელზე ნაწილდება.
ყველაზე სწრაფადაც კერძი ტეფლონისა და უჟანგავი მეტალის ჭურჭელში მზადდება, ასევე შედარებით მალე მზადდება კერძი ემალის ჭურჭელში.
შუშის, კერამიკისა და თუჯის ქვაბში კი, იგივე საკვების მომზადებას, თითქმის ორჯერ მეტი დრო სჭირდება. ყველაზე ნაკლებად საკვებს ტეფლონისა და კერამიკის ზედაპირიანი ტაფა იკრავს, ასევე არ იკრავს საჭმელს თუჯის ჭურჭელიც, თუმცა კერძების მოსამზადებლად თუჯს შედარებით მეტი ცხიმი სჭირდება.
ასევე მნიშვნელოვანია კერძმა ჭურჭელში დიდი ხანი შეინარჩუნოს მაღალი ტემპერატურა, ამისთვის ყველაზე კარგი თიხის, თუჯის და უჟანგავი მეტალის ჭურჭელია.
დღეს ბაზარზე სხვადასხვა მასალისგან დამზადებულ ტაფა - ქვაბები გვხდება, თუმცა გამორჩეულად პოპულარულია რამდენიმე მათგანი.
გრანიტის ქვაბები
პირველ ადგილზე ამ მხრივ გრანიტის ქვაბებია, რომლის ზედაპირი დაფარულია დამწვრობის საწინააღმდეგო აპკით, გამძლეა და მდგრადია ნაკაწრებისადმი. გრანიტის საფარველი ეკოლოგიურია, რადგანაც მაღალი ტემპერატურის მოქმედებით არ იშლება და არ ხვდება საკვებში.
ემალის ქვებები
ასევე მეტად პოპულარულია ემალის ქვაბები, რომელიც გამოიყენება სხვადასხვა კერძის მოსამზადებლად, ადვილად ირეცხება, დიდი ხნის მანძილზე ინარჩუნებს პირვანდელ იერს, არ დეფორმირდება და რეაქცია არა აქვს ტემპერატურის ცვლილებაზე, რაც უზრუნველყოფს მის საიმედოობასა და უსაფრთხოებას.
რაც შეეხება კერამიკის ქვაბებს, ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ჭურჭელია თანამედროვე სამზარეულოში, ის გამოირჩევა მაღალი საიმედოობით და ადვილად მოსახმარია, არ იკრავს საკვებს, რაც ნიშნავს იმას რომ თქვენ დაცულები ხართ მავნე ნივთიერებების მოხვედრისგან ორგანიზმში.
უჟანგავი ფოლადის ქვაბები
ასევე ერთ-ერთი უსაფრთხო სახეობა არის უჟანგავი ფოლადისგან შექმნილი ტაფა, რომელიც არ შეიცავს ქიმიკატებს და გაცხელებისას არ გამოყოფს მომწამვლელ ტოქსინებს. თუმცა მისი გაწმენდა არც ისე მარტივია, როგორც კერამიკულის.
ზემოთ ჩამოთვლილი მასალისგან დამზადებული ქვაბების შეძენისთვის საუკეთესო ადგილი ლილოშოპია, სადაც ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად შეიძენთ მაღალი ხარისხის ნივთებს თქვენი სამზარეულოსთვის.
გასათვალისწინებელია ის, რომ liloshop.ge-ზე ამასთან ერთად, ნახავთ ჭურჭელს სერვირებისთვის, დანა-ჩანგალს, ლარნაკებს, თეფშებს, ჭიქებსა და ნებისმიერ სასაჩუქრე თუ პირადი მოხმარების ნივთებს ყველაზე ბიუჯეტურ ფასად.