დღეს, 3 მარტს თბილისის ქუჩების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

კომპანია თელასის განცხადებით, შეზღუდვა შეეხება შემდეგი რაიონების ქუჩებს:

საბურთალოს რაიონში

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ დიღმის, სოფელ ნატბეურების, ჩალისპირების დასახლების, გლდანი-დიღმის შემაერთებელი გზის, სამხედრო გზატკეცილის, დიდი დიღმის I მიკრორაიონის, აღმაშენებლის ხეივნის და ვაშლიჯვრის დასახლების მოსახლეობას.

დიდუბის რაიონში

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის V, VI კვარტლების, რობაქიძის გამზირის (ნაწილობრივ), გელოვანის, ლუბლიანას, გოძიაშვილის, თოფურიძის, ონიანის, ჭოხონელიძის, მაჭავარიანის, ბელიაშვილის და ბოხუას ქუჩების მოსახლეობას.