თერჯოლის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზედა საზანოში მდინარე ძუსაში 4 ადამიანი დაიხრჩო.

გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცს ფეხი დაუცურდა და წყალში ჩავარდა, რის შემდეგაც თანხმლებები დასახმარებლად წყალში ჩავიდნენ, თუმცა ისინი მდინარემ გაიტაცა. მდინარეში 4 ადამიანის ცხედარი იპოვეს, ერთს კი ამ დრომდე ეძებენ.

მდინარიდან ამოყვანილი კიდევ ერთი ადამიანი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.