სოციალური ქსელის X-ის მფლობელმა, ილონ მასკმა განაცხადა, რომ კომპანიის შემოსავლის ნაწილი ისრაელის საავადმყოფოებსა და ღაზას სექტორში წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო მოძრაობას გადაერიცხება. ამის შესახებ მილიარდერმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა.

„X Corporation ღაზას ომთან დაკავშირებულ ყველა სარეკლამო და ხელმოწერების შემოსავალს ისრაელის ექიმებსა და ღაზაში წითელი ჯვრისა და ნახევარმთვარის ორგანიზაციას გადასცემს, - ამის შესახებ მასკი წერს.

მანამდე მასკმა მხარი დაუჭირა ტვიტერს, რომელშიც ებრაელებს თეთრკანიანთა სიძულვილში ადანაშაულებდნენ. თეთრმა სახლმა დაგმო მასკის განცხადებები და მასამაზრზენი" უწოდა. მასკის Tweeter-ის საპასუხოდ 150-ზე მეტმა რაბინის კოალიციამ Apple-, Disney-, Amazon-, Oracle-ს და სხვა კომპანიებს მოუწოდა, რომ Tweeter-ში რეკლამა შეეწყვიტათ.

20 ნოემბერს SpaceX-ის დამფუძნებელი ანტისემიტური კომენტარის მხარდაჭერით გამოწვეულ სკანდალს გამოეხმაურა. მან დაწერა პოსტი, სადაც ანტისემიტიზმში ყველა ბრალდებას ცრუ უწოდა.