ნიუ-იორკში, ექსპერიმენტული ჭკვიანი ხეების დამონტაჟდა, რომლებსაც ელექტრომობილების დატენა შეძლებენ და 300-350 კმ-ს სულ რაღაც 5 წუთში მიიღებენ.

ელექტრომობილების დამუხტვის პროექტს DEAP Tree ჰქვია. ნიუ-იორკში დაფუძნებული Gravity ამბობს, რომ მისი დამტენები 500 კვტ-მდე სიჩქარეს უზრუნველყოფენ.

Gravity ამ დამტენების გამართულად მუშაობის უზრუნველსაყოფად რამდენიმე დიზაინის მახასიათებელს იყენებს.

მანქანებს ენერგია „ხის“ მეშვეობით მიეწოდება, რომელიც ბოძზეა მიმაგრებული. მისი ზედა მკლავი იკეცება და მომხმარებელს დამტენი კაბელი მიეწოდება. დატევის დასრულების შემდეგ, „მკლავი" ვერტიკალურ მდგომარეობაში ბრუნდება.

Gravity-ის „ხეები"უფრო სწრაფ სიჩქარეს სთავაზობენ მომხმარებელს, ვიდრე სხვა დამტენების აბსოლუტური უმრავლესობა. გარდა ამისა, ისინი კომპაქტურია და შეუძლიათ იმუშაონ ქუჩებზე ფასიანი პარკინგით.