შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2023 წელს საქართველოს ყველაზე მეტი ვიზიტორი რუსეთიდან, თურქეთიდან და სომხეთიდან სტუმრობდა.

კერძოდ, უწყების ინფორმაციით, გასულ წელს რუსეთიდან საქართველოში 1,4 მლნ-ზე მეტი ვიზიტი განხორციელდა. მეორე ადგილზეა თურქეთი - 1,3 მლნ-ზე მეტი ვიზიტით და მესამეზე - სომხეთი 962 000-ზე მეტი ვიზიტით.

ჯამში 2023 წელს საქართველოში საერთაშორისო მოგზაურების 7 072 220 ვიზიტი განხორციელდა.