უკვე აშკარაა, რომ ბათუმი გლობალური ტურიზმის რუკაზე მყარად არის დაფიქსირებული. 2025 წელს ბათუმში ტურიზმის პიკი შეიმჩნევა - ქალაქში საგრძნობლად გაიზარდა საერთაშორისო ვიზიტორთა რაოდენობა, ხოლო სასტუმროები პრაქტიკულად ყოველდღიურად სრულად იჯავშნება.

განსაკუთრებით აღსანიშნავია ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი, რომელმაც მიმდინარე წელს მგზავრთა რაოდენობა 35 %-ით და რეისების რაოდენობა 38 %-ით გაზარდა, რაც ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მაღალი ზრდაა.

ამის ფონზე სასტუმრო Le Méridien Batumi-ში განსაკუთრებულ დატვირთულობაზე საუბრობენ - ნომრები დიდი ხნით ადრე იჯავშნება, მოთხოვნა კი ყოველდღიურად იზრდება.

როგორც Le Méridien Batumi-ის გაყიდვების დირექტორი ნონა შოთაძე აღნიშნავს, ტურისტული ნაკადების ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი ახალმა პირდაპირი ავიარეისებმაც შეიტანა. შედეგად, ბათუმი აქტიურად მასპინძლობს ვიზიტორებს აზიისა და ევროპის ქვეყნებიდან - განსაკუთრებით აქტიურია ტურისტები თურქეთიდან, ისრაელიდან, ყაზახეთიდან, გალფის ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთიდან და ა.შ. რაც აძლიერებს ქალაქის მრავალფეროვან საერთაშორისო ხასიათს.

„სასტუმრო პრაქტიკულად უწყვეტ რეჟიმშია დატვირთული - ეს ჩვენთვის წლის ყველაზე ინტენსიური პერიოდია“, - აცხადებს Le Méridien Batumi-ის გაყიდვების დირექტორი.

ნონა შოთაძის თქმით, სტუმრები ჩამოდიან ზემოაღნიშნული ქვეყნებიდან, ასევე მიმდინარე წელს განსაკუთრებით აქტიურია ჩინეთიდან და ინდოეთიდან ჩამოსული ვიზიტორები, გარდა ამისა, გაიზარდა ადგილობრივი ტურისტების ნაკადიც.

ბათუმის ტურისტულ ბაზარზე Le Méridien Batumi-ის კონკურენტული უპირატესობა მხოლოდ სერვისის მაღალი ხარისხი არ არის, ასევეა მრავალფეროვანი შეთავაზებები.
„Le Méridien Batumi გთავაზობთ მეტს, ვიდრე უბრალოდ კომფორტს - ჩვენ ვქმნით შთაბეჭდილებებს, ემოციებსა და მოგონებებს, რომლებიც სტუმრებს აჭარასთან, ბათუმთან და საქართველოსთან აკავშირებს, აძლიერებს მათ სურვილს დაბრუნებისა და ურთიერთობის გაგრძელების“, - აცხადებს  Le Méridien Batumi-ის გაყიდვების დირექტორი.

აღსანიშნავია, რომ Le Méridien Batumi აგვისტოში მასპინძლობს გამოფენებს, მუსიკალურ პერფორმანსებს, მასტერკლასებს და სხვა კულტურულ ღონისძიებებს, რაც მაღალი დატვირთვის ფონზე კიდევ უფრო გამდიდრებულ და მრავალფეროვან გამოცდილებას სთავაზობს სტუმრებს.

„დღეს უკვე აშკარაა, რომ ბათუმი გლობალური ტურიზმის რუკაზე მყარად არის დაფიქსირებული“, - ამბობს ნონა შოთაძე. 

ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს