საქართველოში ზაფხულის ტურისტული სეზონი დასასრულს უახლოვდება. მზით დახუნძლული სამთვიანი პერიოდი ზღვისპირეთს ტურისტების მოზიდვაში დაეხმარა, თუმცა აჭარისთვის ვიზიტორების ნაკლებობა პრობლემა არასოდეს ყოფილა. ისე, როგორც სხვა წლებში, წელსაც, ბათუმში განსაკუთრებულად დაიტვირთა და აქ აქტიურობა ბევრად მეტი იყო, ვიდრე სხვა ზღვისპირა ქალაქებსა, თუმცა ადგილობრივი ვიზიტორები ნაკლებად ჭარბობდნენ, ძირითადი დამსვენებელი მაინც უცხოელი იყვნენ და ჯერ კიდევ არიან.
ადგილობრივი თუ უცხოელი ვიზიტორებისთვის განსაკუთრებული ყურადღება წელსაც აჭარამ და კერძოდ, ბათუმმა დაიმსახურა, თუმცა ზღვისპირა ქალაქში, განსაკუთრებული სიძვირის გამო, ქართველი დამსვენებლები ნაკლებად მოიძებნება, უცხოელების რაოდენობა კი ბევრია.
სწორედ სიძვირის გამო, ქართველებმა აქცენტი აჭარის სხვადასხვა მიმართულებაზე გააკეთეს, მაგალითად როგორიცაა: ქობულეთი, ურეკი და გონიო.
სწორედ ამ ყველაფერზე ისაუბრა ტურიზმის ექსპერტმა მანანა ალადაშვილმა და განაცხადა, რომ ბათუმი არის უცხოელებზე გათვლილი ქალაქი, ვიზიტორების 80% სხვა ქვეყნის წარმომადგენელია.
„როგორც სხვა წლებში, მიმდინარე წელსაც, დიდი აქტიურობით სარგებლობს აჭარა და კერძოდ, ბათუმი. უფრო მეტი ტურისტი შემოვიდა, ვიდრე წინა წლებში. გარდა იმისა, რომ დასვენებლებს შორის არიან აზიის ქვეყნების წარმომადგენლები, ახლა ევროპელებიც შეინიშნებიან, რომელ ბაზარზეც აუცილებელია გასვლა. ეს კი ძირითადად განაპირობა, პირველ რიგში, ავია რეისების სიხშირემ. მოგეხსენებათ, რომ რეისები ძირითადად ქუთაისის მიმართულებით, ღამის საათებში სრულდება. ეს უკანასკნელი ევროპელებს არ უყვართ, თუმცა წელს დღის საათებში ავია რეისები დაემატა და ბილეთის ფასიც ნორმალურია. ასე, რომ მაღალბიუჯეტიანი ტურისტების მოზიდვაც უკვე დაწყებულია. მართალია, ჯერ საბოლოო შედეგი არ არის, მაგრამ დაახლოებით, 28%-მდე გაიზარდა ევროპელი ტურისტების რაოდენობა.
დიდწილად დამოკიდებული უცხოელებზე ვიყავით. ადგილობრივები არჩევენი ძირითადად არის გონიო, ქობულეთი და ურეკი. ბათუმი არის უცხოელებზე გათვლილი ქალაქი, დამსვენებლების 80% სხვა ქვეყნის წარმომადგენელია. ამ ქალაქში ქართულად საუბრის გაგებაც კი რთულია. ბულვარში საათობით ვატარებდი დროს და ქართველი ნაკლებად თუ გაივლიდა, ძირითადად უცხოელები იყვნენ და არიან ჯერ კიდევ. დიახ, არიან ქართველი დამსვენებლებიც, მაგრამ ძირითადად მოკლე პერიოდით, 2-3 დღით ისვენებენ. სადაც უფრო იაფია იმ ადგილზე აკეთებენ აქცენტს.
ზღვისპირეთში რაიმე ისეთი გამოწვევა არ შექმნილა. ყველაფერი ძალიან კარგად იყო დალაგებული, ერთადერთი პრობლემა სიძვირეა. დამსვენებელები ქსელური მაღაზიით კმაყოფილები არიან, მაგრამ რესტორნების ფასები საკმაოდ მაღალია", - ამბობს მანანა ალადაშვილი.
რაც შეეხება, საქართველოს მთიანეთს, მანანა ალადაშვილის ინფორმაციით, ზღვისპირეთთან შედარებით, რეგიონეში დამსვენებელბის რაოდენობა ნაკლებია.
„გვეგონა, რომ მთაშიც იქნებოდა დიდი აქტივობა, მაგრამ არ იყო ძალიან დიდი მოთხოვნა და შიდა ტურიზმზე და რუსეთის მოქალაქეებზე იყო გათვლილი. აქტივობა შეინიშნებოდა თუშეთში, მაგრამ უგზოობის გამო ბოლომდე კარგად ვერ იმუშავა. მთის აქცენტი კარგი იყო, წინა წლებთან შედარებით, სვანეთში, მაგრამ გზის რისკი აქაც არსებობს. იგივე ხევსურეთშიც.
სეზონი ჯერ არ დასრულებულია, მაგრამ ზოგადად ძალიან დამაიმედები და კარგი პერიოდი იყო საქართველოსთვის, რასაც წლის ბოლოს ტურისტების რაოდენობაც აჩვენებს", - დასიძინა მანანა ალადაშვილმა „რეზონანსთან"
საქართველოსთვის ერთ-ერთი ყველაზე შემოსავლიანი მიმართულება ჯერ კიდევ აქტიურად მუშაობს. სეზონის დასრულებამდე ჯერ კიდევ რამდენიმე კვირაა დარჩენილი და საბოლოო შედეგზე საუბარი და უფრო დეტალური ანალიზის გაკეთება შემდეგ იქნება შესაძლებელი, მაგრამ ზოგადი შეფასებით, ქვეყანაში ტურიზმის მასშტაბები გაზრდილია და მოლოდინი, რომ საქართველოში ტურისტთა ნაკადი საგრძნობლად შემცირდებოდა, ფუჭი აღმოჩნდა. პოლიტიკური ვნებათაღელვის ჩაცხრობასთან და სტაბილური გარემოს შექმნასთან ერთად ზაფხულის სეზონი აქტიური და მიმზიდველი გახდა.
ზღვისპირეთისთვის ხელისშემწყობი აღმოჩნდა ამინდიც. დათვლის შემდეგად, 2024 წლის ზაფხულის ამინდები ბათუმში ასე გამოიყურება: მზე - 54 დღე, ღრუბელი - 19 დღე, წვიმა - 19 დღე. კარგი და მზიანი ამინი სეზონის წარმატებით.
როგორც ტურიზმისა და უძრავის ქონების ექსპერტმა თემურ დიასამიძემ განაცხადა, წელს ბათუმში ტურისტების რაოდენობამ 2019 წლის მაჩვენებელს გადააჭარბა.
„სეზონი საკმაოდ დატვირთული იყო, განსაკუთრებით ივლისის მეორე ნახევარი და აგვისტო. ეპიკური საცობების სეზონი დასრულდა, თუმცა სეზონი გრძელდება. იყო წელს გამოწვევები, რომელიც ეხებოდა ინფრასტრუქტურას, ძველ ბათუმში შენობების რეაბილიტაციას და სხვა საკითხებს, თუმცა ვიზიტორებს რაოდენობის მხრივ რაოდენობა გაზრდილია. ვფიქრობ გაუტოლდა და გადაასწრო კიდეც 2019 წლის მაჩვენებლებს.
ინტერესი არსებობს როგორც რეგიონის, ისე ქვეყნის მიმართ, თუმცა, თუ გავზომავთ რამდენად ეწევა ეს ზრდა ზოგადად ამ სექტორის ზრდას, აქ შეიძლება უკვე მინუსებზე ვილაპარაკოთ. 2019-თან შედარებით წელს ბევრად მეტი, 15-20%-ით მეტი სასტუმრო და აპარტამენტია, უფრო მეტი რესტორანი და სხვა მომსახურების გამწევი ობიექტი, ამიტომ მთლიანდ გაზრდილ სექტორს რამდენად გაწვდა მატება, ეს მეორე მხარეა.
ფასები როგორც მინიმუმ 10%-ით იყო გაზრდილი როგორც სასტუმროებში, ისე აპარტამენტებში. საკმაოდ დიდი რაოდენობა იყო შიდა ტურისტების, ყოფილი საბჭოთა კავშირი იყო ყველაზე მეტი. ზრდა იყო გალფის ქვეყნებიდან, ინდოეთიდან, ჩინეთიდან. კლება იყო ევროპული ქვეყნებიდან," - განაცხადა თემურ დიასამიძემ „საქმიან დილაში".
წყარო: რეზონანსი