პარიზის ოლიმპიადის დაწყებამდე ეიფელის კოშკზე დამონტაჟებული ოლიმპიური რგოლები შესაძლოა სამუდამოდ იქ დარჩეს. ინიციატივა ქალაქის მერს ეკუთვნის.
ენ ჰიდალგოს თქმით, ბეჭდებს ამ მოვლენების გახსენების ფუნქცია ექნება.
ოლიმპიური თამაშების სიმპოლოს რგოლები საკმაოდ მძიმე კონსტრუქციაა. ესაა ხუთი რგოლი, 29 მეტრი სიგანისა და 15 მეტრი სიმაღლის , რომლის წონა 30 ტონას უტოლდება. ენ ჰიდალგო ხელისუფლებას სთავაზობს, რომ ორიგინალი ბეჭდების შეიძლება უფრო მსუბუქი ასლებით, ჩანაცვლდეს, რომ მათი დამაგრება და შენარჩუნება უფრო ადვილი იყოს.
იდალგოს ამ ინიციატივას ეწინააღმდეგებოდნენ ეიფელის კოშკის შემქმნელი ინჟინრის, გუსტავ ეიფელის, შთამომავლები, რადგან შიშობენ, რომ ეს ცნობილ კოშკს, რომელიც მთელი პარიზის და საფრანგეთის სიმბოლოა, მხოლოდ ერთ მოვლენასთან დააკავშირებს.
ამ საკითხზე გაყოფილია მოსაზრებები მოსახლეობაშიც, რაც სოციალური ქსელებიდანაც ნათლად ჩანს. საბოლოო გადაწყვეტილება საჯარო კონსულტაციების შემდეგ მიიღება, - წერს ფრანგული მედია.
როგორც Europulse იტყობინება, პარიზში ოლიმპიადიდან შემორჩენილი 6 მილიონი ცალი სხვადასხვა სპორტული ინვენტარი გადანაწილდება.
პარიზში ოლიმპიური თამაშები 2024 წლის 26 ივლისიდან 11 აგვისტოს ჩათვლით გაიმართა.
წლევანდელმა პარიზის ზაფხულის პარალიმპიურმა თამაშებმა სტარტი 28 აგვისტოდან აიღო და 8 სექტემბერს დასრულდა.