აშშ-მა რუსეთისთვის ამერიკული წარმოების მიკროჩიპების მიწოდების გამო 42 ჩინურ კომპანიას სანქციები დაუწესა. აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ამერიკული წარმოების მიკროჩიპებს, რომლითაც ჩინური კომპანიები რუსეთის თავდაცვის უწყებას ამარაგებდნენ, შემდეგ უკრაინასდთსნ ომში დრონებსა და რაკეტებში იყენებდნენ.

სასანქციო სიაში მოხვდა კიდევ 7 კომპანია ფინეთიდან, გერმანიიდან, ინდოეთიდან, თურქეთიდან, არაბეთის გაერთიანებული საამიროებიდან და გაერთიანებული სამეფოდან.

„დღევანდელი გადაწყვეტილება მკაფიო სიგნალია; თუ თქვენ აწვდით ამერიკულ ტექნოლოგიებს რუსეთის თავდაცვის სექტორს, ჩვენ ამის შესახებ შევიტყობთ და ზომებს მივიღებთ“, – აცხადებს აშშ-ის ვაჭრობის მდივნის მოადგილე მეთიუ აქსელდორი.