ავსტრალიამ დააწესა ახალი სანქციები ბელარუსის საწარმოებისა და მოქალაქეების წინააღმდეგ. ამის შესახებ ინფორმაცია ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.
სანქციები დაწესებულია „ბელარუსში, ირანსა და ჩრდილოეთ კორეაში რუსეთის შესყიდვების ქსელში მონაწილე ობიექტების წინააღმდეგ“.
სანქციები შეეხო ბელორუსულ სამ საწარმოს. მათ შორის Volatavto-ს და Planar-ს.
შეზღუდვები ასევე შემოღებულ იქნა - ფინანსური სანქციებისა და შესვლის აკრძალვის სახით - ბელარუსის წითელი ჯვრის საზოგადოების გენერალური მდივნის დიმიტრი შევცოვის და ბელარუსის რკინიგზის ხელმძღვანელის ვლადიმერ მოროზოვის მიმართ, ნათქვამია მოხსენებაში.
ერთი დღით ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბელარუსში თავდაცვის სფეროს რამდენიმე საწარმო და ფიზიკური პირი ევროკავშირის სანქციების მე-13 პაკეტში მოხვდა.