ჩინეთი სამ ამერიკულ კომპანიას სანქციებს უწესებს. ამის შესახებ ინფორმაციას business today-ი ავრცელებს.
სანქციები დაუწესდებათ: General Atomics Aeronautical Systems-ს, General Dynamics Land Systems-სა და Boeing Defense, Space & Security-ს.
გავრცელებული ინფორმაციით, ამ კომპანიებს ეკრძალებათ პროდუქციის იმპორტი და ექსპორტი ჩინეთში. ასევე, ქვეყნის ეკონომიკაში ინვესტირება.
შეგახსენებთ, 13 მაისს ცნობილის გახდა, რომ შეერთებულმა შტატებმა საქციები 37 ჩინურ კომპანიას დაუწესა.