გერმანიაში, საქსონიის დედაქალაქ დრეზდენში, ამ ღამით ჩამოინგრა კაროლას ხიდის დიდი მონაკვეთი, რომელიც ერთ-ერთია მდინარე ელბას ოთხი ხიდიდან.
ევროპეისკაია პრავდა წერს, რომ ამის შესახებ Spiegel-ი იუწყება.
ჩამონგრევა დაახლოებით ღამის 3 საათზე მოხდა. ხიდზე ამ დროს არავინ იყო და მსხვერპლიც არ ყოფილა.
ჩამოვარდნილი მონაკვეთის სიგრძე 100 მეტრს აღწევს. მის გასწვრივ იყო საცალფეხო და ველოსიპედის ბილიკები, ასევე ტრამვაის ბილიკები.