ნიუ-იორკის მოსამართლემ დაადგინა, რომ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა და მისმა ოჯახურმა ბიზნესმა თაღლითურად გაზარდა ტრამპის ქონებისა და სხვა აქტივების ღირებულება.
ანჰეტენის ნიუ-იორკის შტატის სასამართლოს მოსამართლემ აღწერა, თუ როგორ შეადგინეს აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, მისმა ვაჟებმა, დონალდ უმცროსმა და ერიკმა, ტრამპის ორგანიზაციამ და სხვა ბრალდებულებმა შეფასებები და გაზარდეს ტრამპის წმინდა მოგება.
„ეს არის დემოკრატების პოლიტიკური კანონი და კუდიანებზე ნადირობა ისეთ დონეზე, რომელიც აქამდე არ უნახავთ“, - წერს ტრამპი საკუთარ სოციალურ ქსელში, Truth Social-ში.