გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა 30 მაისს გამოაცხადა 500 მილიონი ევროს მოცულობის იარაღის დახმარების პაკეტი, რომელიც უკრაინას გამოეყოფა.

პისტორიუსი ამ განცხადებით გამოვიდა უკრაინის საპორტო ქალაქ ოდესაში, უკრაინის თავდაცვის მინისტრთან, რუსტემ უმეროვთან კიევის სამხედრო საჭიროებების გარშემო გამართული მოლაპარაკების შემდეგ.

დახმარების პაკეტი მოიცავს რაკეტების დიდ რაოდენობას, რომლებიც განკუთვნილია შუა რადიუსის IRIS-T SLM-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის, და უფრო ნაკლები რაოდენობით მოკლე რადიუსის, SLS-ის ტიპის რაკეტებს.

პაკეტი ასევე ითვალისწინებს დრონებს დაზვერვისთვის და ბრძოლისთვის შავ ზღვაში და სათადარიგო ნაწილებს გერმანიის მიერ მიწოდებული საარტილერიო სისტემებისთვის და Leopard-ის ტიპის ტანკებისთვის.