ირანი სულიერი ლიდერის, აიათოლა ხამეინის თანხმობით, ირანის დროებითი პრეზიდენტი მოჰამად მოხბერი გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. მათივე ცნობით, მოჰბერი ირანის პრეზიდენტის პოსტს 2 თვის განმავლობაში დაიკავებს.

ირანის კონსტიტუციის მიხედვით,  საპრეზიდენტო არჩევნები მომდევნო 50 დღის განმავლობაში უნდა გაიმართოს.

შეგახსენებთ, რომ ირანის პრეზიდენტი ებრაჰიმ რაისი და საგარეო საქმეთა მინისტრი ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი ვერტმფრენის ჩამოვარდნისას დაიღუპნენ.