ნატოს შემდეგი გენერალური მდივანი მარკ რუტე იქნება. „პოლიტიკო“ წერს , რომ ალიანსის 32-ვე წევრი ქვეყანა შეთანხმდა, რომ ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი იენს სტოლტენბერგს შეცვლის.

უნგრეთისა და სლოვაკეთის  დასტურის შემდეგ, რუმინეთმა განაცხადა, რომ რუტეს მხარს უჭერს. რუმინეთის პრეზიდენტმა კლაუს იოჰანისმა კი საკუთარი კანდიდატურა ამ პოსტზე, მოხსნა.

რუტე თანამდებობას ის 2 ოქტომბერს დაიკავებს.

შეგახსენებთ, 2014 წლიდან NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი იკავებს. უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო, მას თანამდებობაზე ყოფნის ვადა რამდენჯერმე გაუხანგრძლივეს.