რუსეთმა ყოფილი „მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის“ ტერიტორიიდან სამშვიდობო ნაწილების გაყვანა დაიწყო, ამის შესახებ ინფორმაცია მედიასთან რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა დაადასტურა.

რუსი სამშვიდობოები მთიან ყარაბაღში ბაქოს, ერევნისა და მოსკოვის 2020 წლის 10 ნოემბრის სამმხრივი შეთანხმების შესაბამისად იმყოფებოდნენ. კონტინგენტი განლაგდა ყარაბაღის საკონტაქტო ხაზის და ლაჩინის დერეფნის გასწვრივ. ხელშეკრულებების თანახმად, იქ გაგზავნეს 1960 სამხედრო მოსამსახურე მცირე იარაღით, 90 ჯავშანტრანსპორტიორი და 380 ერთეული ავვტომობილი და სპეცტექნიკა. სამშვიდობოები რეგიონში ხუთი წლის განმავლობაში, 2025 წლამდე უნდა დარჩენილიყვნენ.

აზერბაიჯანმა სამხედრო ოპერაცია ყარაბაღში 2023 წლის სექტემბერში ჩაატარა. ამის შემდეგ ბაქომ გამოაცხადა რეგიონის ქვეყნის შემადგენლობაში ინტეგრაციის შესახებ. ყოფილი რესპუბლიკის ტერიტორია 100 ათასზე მეტმა ეთნიკურმა სომეხმა დატოვა. ამის შემდეგ დაისვა კითხვა რუსული სამშვიდობო კონტინგენტის ბედთან დაკავშირებით. 2023 წლის შემოდგომაზე რუსმა სამშვიდობოებმა დაიწყეს დროებითი სადამკვირვებლო პუნქტების დემონტაჟი ყოფილი საკონტაქტო ხაზის გასწვრივ. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხეილ გალუზინი 2023 წლის ოქტომბერში რუსულ მედიასთან ინტერვიუში აცხადებდა, რომ რუსი სამშვიდობოები ყარაბაღში მოთხოვნადია და მათი ყოფნა ასევე საჭირო იქნება მომავალში,