სომხეთმა Sepuh-ის ბრენდის ქვეშ საკუთარი ავტომობილების წარმოება დაიწყო, ამის შესახებ  ქვეყნის ეკონომიკის მინისტრმა ვაჰან კერობიანმა განაცხადა.

Sepuh 1 -ის ავტომობილები, რომლებიც სომხეთში იწარმოება, უკვე გადის სახელმწიფო რეგისტრაციას. ისინი იწარმოება ქარხანაში, რომელიც აშენდა კომპანია Iran Khodro მიერ.

ქარხანა იღებს მზა კომპლექტებს და მანქანები აწყობილია SKD მეთოდით.

Motor-ის ცნობით, Sepuh-ს სახელის ქვეშ არის არა ირანული, არამედ სამხრეთ კორეული კომპანია SsangYong-ის მანქანები. ნაჩვენებ მასალებში  ჩანს კროსოვერი Tivoli  და  ყველფგანმავალი Rexton.

ბრენდის სახელი სეპუჰი ("Sepuh") მომდინარეობს შუა საუკუნეების სომხეთიდან. ასე ეძახდნენ საერო თავადაზნაურობის ერთ-ერთი ფენის წარმომადგენლებს, რომლებიც ხშირად იღებდნენ მონაწილეობას საზოგადოებრივ საქმეებში და თანამდებობებს იკავებდნენ სამეფო სასახლეში.