უკრაინამ ევროკავშირისგან 4,2 მილიარდი ევრო მიიღო, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრემიერ-მინისტრი, დენის შმიგალი ავრცელებს.

„უკრაინამ ევროკავშირისგან Ukraine Facility პროგრამის ფარგლებში 4,2 მილიარდი ევრო მიიღო. მთავრობა ამ თანხებს სოციალური პროგრამების, ჰუმანიტარულ დახმარებისა და სხვა მნიშვნელოვანი საბიუჯეტო პროგრამებისთვის გამოიყენებს“, - განაცხადა დენის შმიგალმა.

დენის შმიგალის თქმით, უკრაინა სამხედრო ხარჯების დაფინანსებას საკუთარი რესურსებით აგრძელებს.

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

ipn.ge