უნგრეთი ევროკავშირის ერთიანობის პრინციპს ზიანს აყენებს, - ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ განაცხადა.
„უნგრეთი ერთიანობის პრინციპს ზიანს აყენებს, რადგან თუ ჩვენ არ მივიღებთ დადებით პასუხს, პოზიტიურ დასკვნას, მომავალში ერთიანობის პრინციპს უფრო მეტი დაემუქრება და უარყოფს“, - განაცხადა ნაუსედამ.
ნაუსედამ აღნიშნა, რომ ევროკავშირთან უკრაინის დაახლოება უნგრეთისთვის სასარგებლოა.
„ჩვენ ყველა საშუალებას გამოვიყენებთ, რომ უნგრეთს აზრი შევაცვლევინოთ“, - აღნიშნა ლიეტუვის პრეზიდენტმა.