აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) 225 მლნ დოლარით ორლიანდაგიანი სარკინიგზო მონაკვეთის მშენებლობას აფინანსებს, რომელიც ლვოვს ევროკავშირის ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან დააკავშირებს. შესაბამისი მემორანდუმი USAID-სა და უკრაინის რკინიგზას შორის 4 დეკემბერს გაფორმდა, რასაც უკრაინული ონლაინგამოცემა Zaxid.net ავრცელებს.
ევროლიანდის, ანუ რელსებს შორის დადგენილ ევროპულ მანძილის შესაბამისი სარკინიგზო მონაკვეთის სიგრძე 75 კმ იქნება. შეთანხმებაში წერია, რომ მშენებლობა უკრაინიდან სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტის შესაძლებლობებს მნიშვნელოვნად გააფართოვებს.


ევროპისა და უკრაინის ლიანდაგების სხვადასხვა სიგანე საზღვარზე პროდუქციით დატვირტული მატარებლების გადატვირთვას მოითხოვს, ხოლო ერთი სატვირთო მატარებლის გადატვირთვას შესაძლოა, ხუთ საათამდე დრო დასჭირდეს, რაც გამტარუნარიანობაზე გავლენას ახდენს.

ამდენად, ლვოვში სარკინიგზო კვანძის ევროპულ სარკინიგზო დერეფანთან დაკავშირების შემდეგ უკრაინის სოფლის მეურნეობის პროდუქტები ადგილზე პირდაპირ ევროპული ლიანდაგისთვის განკუთვნილ ვაგონებში ჩაიტვირთება.
პროექტის განვითარება ევროლიანდთან შესაბამისად ქალაქ უჟგოროდის, კოველის, ჩერნივცას, შემდგომ ეტაპზე კი კიევის რკინიგზის მშენებლობასაც ითვალისწინებს.


USAID უკრაინის რკინიგზის ტრანსევროპულ ქსელში შემდგომ ინტეგრაციას ხელს შეწყობს.

bpn.ge