„ვფიქრობ, იქნება დამატებითი სანქციები, და სანქციების საკითხი განიხილება იმ სხვა ოფიციალური პირების მიმართაც, ვინც ჩართულია დემოკრატიის საზიანო მოქმედებებში. ჩვენ ადმინისტრაციის [მუშაობის] მიწურულში ვართ და ვფიქრობ მათ სურდათ ივანიშვილის მიზანში ამოღება, რადგან ისაა ამ ყველაფრის თავი, მნიშვნელოვანი იყო მისით დაწყება. ისაა ყველაზე გავლენიანი პირი მთელ მთავრობაში მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური პოზიცია არ უკავია, ისაა ტახტის უკან მდგომი ძალა, ის აკონტროლებს ყველაფერს. სხვა ადამიანების დრო შეიძლება მოგვიანებით დადგეს... სახელმწიფო მდივანი ბლინკენი ბევრი რამის გაკეთებას ცდილობს მანამ, სანამ ჯერ კიდევ ამ პოზიციაზეა“ - ამის შესახებ „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარე, კონგრესში ტენესის შტატის წარმომადგენელი, დემოკრატი კონგრესმენი სტივ კოენი აცხადებს.
ვაგრძელებთ ბრძოლას კორუფციასთან ყველა დონეზე - ირაკლი კობახიძე
საქართველოში აშშ-ს საელჩოს ხელმძღვანელი საქმეთა დროებითი რწმუნებული კორტნი ოსტრიანი იქნება
,,ტყუილად ნუ წვალობთ! ხალხმა იცის, ვინ არის ირაკლი ღარიბაშვილი" - ექსპრემიერი მე-6 წერილს აქვეყნებს
იმედი გვაქვს, საბოლოო ჯამში ევროპა მაინც მოახერხებს სუვერენიტეტის აღდგენას და სწორ რელსებზე დაბრუნებას- ირაკლი კობახიძე
ჩვენი მიზანია, შუა დერეფანი უფრო სწრაფი, საიმედო და პროგნოზირებადი გახდეს - კობახიძე
როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში?
1788958800