სოციალური პასუხისმგებლობა, როგორც ასეთი...

კახა მაღრაძე, "ჯეპრას" მთავარი კონსულტანტი


ადრე დავწერე „გრანტიჭამია“ არასამთავრობოებზე და შევეცადე ამეხსნა, საიდან მოდის ეს, ხშირ შემთხვევაში, უსამართლო სტატუსი და რა არის მისი არსებობის მიზეზი დღეს.

ჰოდა, ერთ მიზეზზე შევჩერდები ახლა უფრო დეტალურად და დაწვრილებით. სოციალურ პასუხისმგებლობაზე მინდა დავაფიქსირო რამდენიმე აზრი, მის არსებულ პრაქტიკაზე საქართველოში და განვითარების სავარაუდო ვარიანტებზე.

 

სინამდვილეში რა არის...

 

ოფიციალური განმარტებისა რა გითხრათ, მაგრამ იდეურად, სოციალური პასუხისმგებლობა არის ორგანიზაციის ან პიროვნების მიერ ნებაყოფლობით მიერ განხორციელებული ქმედება, ან ქმედებათა ერთობლიობა (პროგრამა, პროექტი), რომელიც მიმართულია საზოგადოებაში არსებული საჭიროების, პრობლემის თუ გამოწვევების დასაძლევად და დასაკმაყოფილებლად. მარტივად, რომ ვთქვათ, გაჭირვებულის დახმარებაა, თანაც იმ ფორმით, როდესაც შენ ეს კანონით არ გევალება და უფრო მეტს აკეთებ, რადგან აცნობიერებ, რომ შენც საზოგადოების წევრი ხარ და უნდა გაღელვებდეს მისი პრობლემები. Corporate Social Responsibility (CSR), იგივე სოციალური პოლიტიკა დღეს დასავლეთის განვითარებულ ქვეყნებში ბიზნესის მხრიდან საკმაოდ ინტენსიურად გამოიყენება და მისი ძირითადი პრინციპები UNESCO-ს ადამიანის უფლებათა და ბიოეთიკის უნივერსალური დეკლარაციით რეგულირდება. ISO 26000:2010 სტანდარტი კი სახელმძღვანელო დოკუმენტია სოციალურ პასუხისმგებლობაში.

 

 

სოციალურ პასუხისმგებლობაში, რომელიც დღეს ძირითადად პიარის ინსტრუმენტია კორპორაციებისთვის, ორი ტიპის რეჟიმია: აქტიური და პასიური. უკანასკნელის შემთხვევაში, ბიზნესები სხვადასხვა სოციალური ჯგუფებიდან შემოსულ თხოვნებზე ახდენენ რეაგირებას და იღებენ გადაწყვეტილებას დაეხმარონ თუ არა. აქტიური რეჟიმი კი გულისხმობს კომპანიის მხრიდან პრიორიტეტების შერჩევას, ძირითადად მისი საიმიჯო პარამეტრებიდან გამომდინარე. სოციალური პასუხისმგებლობების აქტივობებიც ამ პრიორიტეტებს ეფუძნება და შესაბამისად უფრო გრძელვადიან, შედეგზე ორიენტირებულ და პროგრამულ ხასიათს ატარებს.

 

ჩვენთან რა ჰგონიათ და როგორ აკეთებენ...

 

გამოვლენაში სოციალურ პასუხისმგებლობას, ძირითადად სამი ფორმით გამოარჩევენ. საქართველოში აქედან ძირითადად ორი - ქველმოქმედება და უფრო სპონსორობა არის გავრცელებული. როგორც ყველაფერს, ჩვენს ქვეყანაში, სოციალურ პასუხისმგებლობასაც, მოდურ-ტრენდული ხასიათი გააჩნია. შესაბამისად, მისი ფორმები რთულად და დიდი დროის გასვლის შემდეგ იცვლება. 

 

ქველმოქმედების კუთხით, დღეს პოპულარულია ეკლესიების მშენებლობები, მზრუნველობამოკლებული ბავშვების დახმარება (რაც ძირითადად ერთჯერად ხასიათს ატარებს) და ჯანდაცვის პროგრამების ცალკეული მხარდაჭერები. აქაც, როგორც წესი, ორგანიზაციების უმეტესობაში, ვისაც აქვს სოციალური პასუხისმგებლობისთვის სათანადო სახსრები (თუმცა, მე თუ მკითხავ, სოციალური პასუხისმგებლობის განხორციელება ნებისმიერი მასშტაბის კომპანიას შეუძლია), არ არსებობს სოციალური პოლიტიკა და ყველა აქტივობა სპონტანურად ხორციელდება, რასაც არ აქვს ადეკვატური შედეგი. სპონსორობის მხრივ სიტუაცია უფრო „დალაგებულია“. ბიზნესი სასპონსორო პროექტებს უფრო „ადვილად“ აფინანსებს და იღებს იმას, რასაც წინასწარ იცის, რომ მიიღებს.

 

როგორი უნდა იყოს

 

სოციალური პასუხისმგებლობა ძირითადად მიმართულია ორგანიზაციების რეპუტაციის გაძლიერებისკენ. გრძელვადიანი საქველმოქმედო პროექტების განხორციელება არის სწორედ დადებითი რეპუტაციის მშენებლობისთვის საჭირო რამ. ამას კი პროგრამული მიდგომა და შესაბამისი კომპეტენციაც სჭირდება. ანუ, სოციალური პროექტი ამ საქმის მცოდნეებმა უნდა განახორციელონ, რომ მივიღოთ რეალური შედეგი. წესით, რესურსები უნდა მიემართებოდეს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებში, ჩვენთან არასამთავრობოებს რომ ეძახიან. ბიზნესი ფულს სამოქალაქო სექტორს უნდა აძლევდეს და ეს უკანასკნელი მისი სახელით უნდა ახორციელებდეს სხვადასხვა ტიპის სოციალურ პროექტებს. ამით „გრანტიჭამიობაც“ აღარ დაგვჭირდება და პლუს ამას, ბიზნესიც ადეკვატურად და სწორად დახარჯავს სოციალური პასუხისმგებლობისთვის განკუთვნილ თანხებს.

 

ამ ყველაფრით სოფელი შეიძლება ბოლომდე ვერ აშენდეს, მაგრამ სოციალური ფონის სტაბილიზაციისთვის, აუცილებელია ქართულმა კომპანიებმა ქართული არასამთავრობოები დააფინანსონ პირდაპირი წესით და ამ სფეროში მაინც შევეშვათ „მოდის აყოლას“ და თვალებში ნაცრის შეყრას, პირველ რიგში, საკუთარი თავებისთვის.

გიორგი აბაშიშვილი
როგორ უნდა გახადოს სახელმწიფომ ინფრასტრუქტურული პროექტები უფრო გამჭვირვალე
ნიკოლოზ თამარაშვილი
ევროპის უარი რუსულ გაზს – რამდენად მძიმე იქნება რუსეთისთვის ევროპის გადაწყვეტილება
დავით წიქარიძე
ჩვენ ახალ რეალობაში მოგვიწევს ცხოვრება
ირაკლი ლექვინაძე
როგორი უნდა იყოს ეფექტური ანტიმონოპოლიური პოლიტიკა
რატი აბულაძე
საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის შეფასება და რეკომენდაციები
მერაბ ჯანიაშვილი
„ექსპერტების“ ქვეყანა
ირაკლი კოვზანაძე
საპარტნიორო ფონდიდან სუვერენულ ფონდამდე
თემურ იობაშვილი
დავეწიოთ და გავუსწროთ... ბერძნებს!
იეროსლავა ბაბიჩი
საჭიროა თუ არა დეპოზიტის დაზღვევის პროგრამა ფინანსური სტაბილურობისთვის
ფადი ასლი
ახალი პროტექციონისტული კანონმდებლობა საქართველოს ეკონომიურ განვითარებას შეაფერხებს
ირაკლი კირტავა
საპენსიო რეფორმა და ფასიანი ქაღალდების ბაზარი
გიორგი აბაშიშვილი
ბიზნესის პოლიტიკური გარემო - გადამწყვეტი ფაქტორი ინვესტიციების მოსაზიდად
თენგიზ აბლოთია
მითები ეკონომიკის წინააღმდეგ
ირაკლი ლექვინაძე
პოლიტიკური გადაწყვეტილებები და კონკურენცია
ელდარ პირმისაშვილი
რამდენს იხდიან პიარში?
გიორგი აბაშიშვილი
როგორ გავზარდოთ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების დახმარებების ეფექტიანობა?
გიორგი გიგოლაშვილი
მსოფლიო და საქართველოს სადაზღვევო ბაზრები
კახა მაღრაძე
პატრიოტიზმი დეტალებში
ლევან კალანდაძე
რატომ არ იყიდის არც ერთი ინვესტორი TV9-ს?
დავით ბეგიაშვილი
დავით ბეგიაშვილი
თენგიზ აბლოთია
ბიძინა და ლუმპენები
ზურაბ აბუაშვილი
ეკონომიკის ზრდის ფაქტორი ბიზნეს აქტიურობის გაზრდაა
კახა მაღრაძე
სოციალური პასუხისმგებლობა, როგორც ასეთი...
ირაკლი ლექვინაძე
მიგვიყვანს თუ არა აგრარული ფონდი სოფლის მეურნეობის კომერციალიზაციამდე
თენგიზ აბლოთია
სოფლის მეურნეობა–ქართული კონსერვატიზმის აუღებელი ბასტიონი
კოკა თოფურია
განათლების რეფორმა - წინ თუ უკან გადადგმული ნაბიჯი?
რატი აბულაძე
კავკასიის მომავალი კიბერწესრიგი
ზვიად დევდარიანი
17 მაისი - ევროპის დაისი
ვახტანგ გვაზავა
საქართველოს სჭირდება ინვესტიციები, რომლებიც რესურსების მართვის ტექნოლოგიებში გამოიხატება