2023 წელს საქართველოდან ექსპორტირებული არაერთი პროდუქცია დაბრუნდა ქვეყანაში. შემოსავლების სამსახურის მიერ „ბიზნესპრესნიუსისთვის“ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, საანგარიშო პერიოდში საქართველოში საკვები პროდუქტებიდან ყველაზე დიდი რაოდენობით დაბრუნდა საკვებად ვარგისი ხილი და კაკალი. კერძოდ, საიმპორტო პროცედურები ჯამში ვერ გაიარა 402 565 კგ ხილმა და კაკალმა.

აღსანიშნავია ისიც, რომ მეორე ადგილს ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელები, ძმარი იკავებს. მონაცემების თანახმად, საქართველოში სულ 363 618 კგ აღნიშნული პროდუქცია დააბრუნეს.

საიმპორტო პროცედურები ვერ გაიარა საქართველოდან ექსპორტზე გატანილმა 44 000 კგ-მა ყავამ, ჩაიმ და სანელებლებმა. რეიტინგში მას მოსდევს ფქვილ-ბურღულეული, ალაო, სახამებელი, ინულინი, ხორბლის წებოვანა 40 420 კგ-ით, ხორცი და ხორცისგან წარმოებული პროდუქტები 19 498 კგ-ით და ზეთოვანი მცენარეების თესლები და ნაყოფები, სამკურნალო მცენარეები 11 930 კგ-ით.

ვრცლად bpn.ge