კავკასიის უნივერსიტეტი მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ უნივერსიტეტი მტკიცედ დგას საქართველოს ევროინტეგრაციისადმი ერთგულებაში და ეწინააღმდეგება ნებისმიერ პრორუსულ განწყობას, ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც შეიძლება ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს.
„ჩვენო ძვირფასო სტუდენტებო, პოზიცია უცვლელია - ჩვენი არჩევანი ყოველთვის იყო, არის და იქნება ევროპა და ეს არაა ახალი არავისთვის, ვისაც მცირედით მაინც ჰქონია კავკასიის უნივერსიტეტთან შეხება. უნივერსიტეტი ყოველთვის იქაა, სადაც ხართ თქვენ. ეს კავშირი მუდმივია, რადგან თქვენ ქმნით კავკასიის უნივერსიტეტის ისტორიას. კავკასიის უნივერსიტეტი მტკიცედ დგას საქართველოს ევროინტეგრაციისადმი ერთგულებაში და ეწინააღმდეგება ნებისმიერ პრორუსულ განწყობას, ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც შეიძლება ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს.“ - ნათქვამია განცხადებაში.
„უნივერსიტეტი ეწინააღმდეგება ნებისმიერ პრორუსულ განწყობას, ინიციატივებს თუ კანონებს“ - კავკასიის უნივერსიტეტი
,,მოვუწოდებ საქართველოს პარლამენტს, არ დაძლიოს ვეტო და გაიწვიოს კანონი” - ნუსრატ განი
სალომე ზურაბიშვილი ემანუელ მაკრონს 26 მაისს საქართველოში იწვევს
პრეზიდენტი ე.წ. რუსულ კანონს პარლამენტს უბრუნებს და მხოლოდ ერთ მუხლს ამატებს, რომლის მიხედვით, კანონი ამოქმედებიდან მხოლოდ ერთი დღის განმავლობაში მოქმედებს
„ზურაბიშვილი მაკრონს საქართველოში იწვევს იმ იმედით, რომ ქართულ კანონზე საგარეო ზეწოლა კიდევ უფრო გაძლიერდება!“ - მამუკა მდინარაძე
საქართველოს ევროპული გზა გაწერილია, წინსვლის სიჩქარე და მიმართულება თქვენზეა დამოკიდებული - შოლცის და მაკრონის განცხადება
გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან 8 წელი გავიდა
1716117600