ბორჯომის ხანძრის გამო, გამგეობის მოხელეეები 10 150 ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ, მეხანძრეები კი კვლავ პრემიის გარეშე არიან

access_time2017-09-13 13:50:10

აგვისტოში ბორჯომის ტყეში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში აქტიური მონაწილეობისთვის ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებელი და გამგეობის რამდენიმე თანამშრომელი ფულად ჯილდოს მიიღებენ. 


ამის შესახებ ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებლის დიმიტრი ყიფიანის 7 სექტემბრის ბრძანებაშია ნათქვამი. დოკუმენტის ფოტოები სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გავრცელდა. 



„მეხანძრეები ცეცხლს აქრობდნენ და ყიფიანი პრემიას ინიშნავდა სტიქიის გამო. სასწრაფოდ მოითხოვეთ, ბორჯომის მეხანძრეებსა და სამაშველო სამსახურის თანამშრომლებს ხელფასები მოუმატონ“, - წერენ მოქალაქეები სოციალურ ქსელში. 

 

width=500



დოკუმენტის თანახმად, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში აქტიური მონაწილეობისთვის გამგეობის 11 მოხელეზე პრემიის სახით ჯამში 10 150 ლარი გამოიყო. აქედან, ყველაზე მეტი 1 250 ლარი გამგებლის, მისი პირველი მოადგილისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების ხელმძღვანელის სახელზეა გამოწერილი.

 

width=500



აღნიშნული დოკუმენტის მისაღებად, „ბიზნესპრესნიუსი“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობას დაუკავშირდა, სადაც განაცხადეს, რომ ეს არის შიდა ბრძანება, რომლის მისაღებად მისი საჯარო ინფორმაციის წესით გამოთხოვაა საჭირო. რის შემდეგაც, ბრძანებას კანონის შესაბამისად 10 დღის ვადაში მივიღებდით. 



ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, 31 აგვისტოს მდგომარეობით, ქვეყნის მასშტაბით ჯამში, 3 322 მეხანძრე-მაშველი იყო დასაქმებული. მათი ყოველთვიური ანაზღაურება თბილისში 930 ლარს (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით), ხოლო რეგიონებში 630 ლარს (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით) შეადგენს.  

 

წყარო: bpn.ge

 



სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძრის შედეგად დაღუპულების ახლობლები ახალ დეტალებზე საუბრობენ

person access_time2017-11-25 13:08:09
ბათუმში სასტუმრო „ლეოგრანდში“ მომხდარი უბედური შემთხვევის შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი. როგორც „ინტერპრესნიუსს“ დაღუპულთა ახლობლებმა განუცხადეს, 11 დაღუპულიდან 8 ლიფტში იპოვეს, 1 - აუზში, 2 კი სასტუმროს სავარჯიშო...

„თუ დადასტურდა, რომ სახანძრო ნორმები დარღვეული იყო, პასუხს აგებენ ისინიც, ვინც სასტუმროს ექსპლუატაციის ნებართვა გასცა“

person access_time2017-11-25 02:04:47
„თუ დადასტურდა, რომ სახანძრო ნორმები დარღვეული იყო, პასუხს აგებენ ისინიც, ვინც სასტუმროს ექსპლუატაციის ნებართვა გასცა“, — ამის შესახებ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან საუბრისას საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.  მინისტრის განცხადებით,  სასტუმრო „ლეო გრანდში“  ხანძრის შედეგად 11 ადამიანია გარდაცვლილი. 15 ადამიანი გადაყვანილია კლინიკებში, მაგრამ მათი მდგომარეობა მძიმე არ არის. „ხანძრის...

„ლეო გრანდი“ - 40 მილიონ დოლარად აშენებული 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო

person access_time2017-11-25 01:13:10
სასტუმრო „ლეო გრანდი”, სადაც 24 ნოემბერს ძლიერი ხანძარი გაჩნდა, 2015 წლის 7 ივნისს გაიხსნა. სასტუმრო 5-ვარსკვლავიანია და მისი მშენებლობისთვის 40 მლნ. დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. პროექტის ინვესტორი  იყო თურქული კომპანია ”მერსინ ტურიზმი”. სასტუმროში განთავსებულია 180 ნომერი, საპრეზიდენტო აპარტამენტები, საკონფერენციო დარბაზები, რესტორანი, კლუბი და სპა ცენტრი. სასტუმროში 700-მდე ადამიანი დასაქმდა.  ”ეს უკვე მეორე ხუთვარსკვლავიანი...

შსს - სასტუმრო „ლეო გრანდში" გაჩენილი ხანძრის შედეგად, წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვლილია 12 ადამიანი

person access_time2017-11-25 00:26:22
ბათუმში, სასტუმრო „ლეო გრანდში" გაჩენილი ხანძრის შედეგად, წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვლილია 12 ადამიანი, - აღნიშნულ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „ამ ეტაპზე მიმდინარეობს მათი იდენტიფიცირება. მაშველებმა და პოლიციელებმა სასტუმროს შენობიდან ასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია მოახდინეს. მათ შორის არიან როგორც სტუმრები, ასევე სასტუმროს თანამშრომლები. სხვადასხვა სირთულის ინტოქსიკაციის გამო, სასტუმროში მყოფი ადამიანები გადაყვანილები არიან ბათუმის...

FAO: 2015-2016 წლებში, პოსტსაბჭოთა ქვეყნებში სავაჭრო გეოგრაფია შეიცვალა

person access_time2017-11-24 19:30:12
გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO) 12 პოსტსაბჭოთა ქვეყანაში აგროსასურსათო იმპორტ-ექსპორტის დინამიკა გაანალიზა და 2015-16 წლებში ვაჭრობის შეფერხებას და სურსათზე ფასების ზრდაზე განაცხადა. კვლევის მიხედვით, რეგიონის ყველა ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის ტემპების შემცირების თანმდევი პროცესია ეროვნული ვალუტების დევალვაცია აშშ დოლარისა და ევროს მიმართ. გამომდინარე იქედან, რომ ამ ქვეყნების სასურსათო მოხმარებაში იმპორტის წილი მაღალია, შიდა ბაზრებზე სურსათის...


მსგავსი სიახლეები