ტურისტები აჭარის ტურისტულ პოტენციალს 50-მდე ტურისტულ ობიექტში გაეცნობიან

access_time2017-11-04 15:19:55

ტურისტებს აჭარის ტურისტული მარშრუტებისა და ღირსშესანიშნაობების შესახებ ინფორმაციის მიღება ტურისტულ ობიექტებშივე შეუძლიათ. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ ბათუმში 50-მდე სასტუმროში, კვების ობიექტსა და მუზეუმში სპეციალური სტენდები განათავსა. საინფორმაციო დაფებზე აჭარის რუკები, გზამკვლევები და მთიანი აჭარის ტურისტული მარშრუტების რუკებია მოთავსებული, რაც ტურისტებს დაეხმარება ობიექტშივე მიიღონ ინფორმაცია რეგიონის ტურისტული ადგილების შესახებ. საინფორმაციო სტენდების განთავსების პროცესს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტიც ესწრებოდა.



„საერთაშორისო სტანდარტების თანახმად ტურისტულ ობიექტებს უნდა ჰქონდეთ საინფორმაციო სტენდები, სადაც ტურისტებს შეეძლებათ საჭირო ინფორმაციის მოპოვება. ჩვენ დღეის მდგომარეობით უკვე 50 ობიექტში ასეთ საინფორმაციო სტენდი დავდგით, სადაც ჩვენი ქვეყნისა და რეგიონის ტურისტულ პოტენციალზე სრული ინფორმაციაა განთავსებული. 2018 წლიდან ვგეგმავთ მსგავსი ტიპის ღონისძიებებს მთაში, სოფლად არსებული სასტუმრო სახლებისთვის და სხვა ტიპის ტურისტული ობიექტებისთვის", განაცხადა სულხან ღლონტმა.



საინფორმაციო სტენდების განთავსებისას უპირატესობა დეპარტამენტის მიერ „რეკომენდებულ" ობიექტებს ენიჭებათ, რაც გარდა ტურისტებისთვის ინფორმაციის მიწოდებისა ხარისხის ნიშნის მქონე სატუმროებისა და რესტორნების პოპულარიზაციას უწყობს ხელს.


აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო სტენდებს საინფორმაციო მასალებით პერიოდულად მოამარაგებს. 2018 წლისთვის, საინფორმაციო დაფები დამატებით 10-ზე მეტ ტურისტულ ობიექტში განთავსდება.



სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძრის შედეგად დაღუპულების ახლობლები ახალ დეტალებზე საუბრობენ

person access_time2017-11-25 13:08:09
ბათუმში სასტუმრო „ლეოგრანდში“ მომხდარი უბედური შემთხვევის შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი. როგორც „ინტერპრესნიუსს“ დაღუპულთა ახლობლებმა განუცხადეს, 11 დაღუპულიდან 8 ლიფტში იპოვეს, 1 - აუზში, 2 კი სასტუმროს სავარჯიშო...

„თუ დადასტურდა, რომ სახანძრო ნორმები დარღვეული იყო, პასუხს აგებენ ისინიც, ვინც სასტუმროს ექსპლუატაციის ნებართვა გასცა“

person access_time2017-11-25 02:04:47
„თუ დადასტურდა, რომ სახანძრო ნორმები დარღვეული იყო, პასუხს აგებენ ისინიც, ვინც სასტუმროს ექსპლუატაციის ნებართვა გასცა“, — ამის შესახებ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან საუბრისას საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.  მინისტრის განცხადებით,  სასტუმრო „ლეო გრანდში“  ხანძრის შედეგად 11 ადამიანია გარდაცვლილი. 15 ადამიანი გადაყვანილია კლინიკებში, მაგრამ მათი მდგომარეობა მძიმე არ არის. „ხანძრის...

„ლეო გრანდი“ - 40 მილიონ დოლარად აშენებული 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო

person access_time2017-11-25 01:13:10
სასტუმრო „ლეო გრანდი”, სადაც 24 ნოემბერს ძლიერი ხანძარი გაჩნდა, 2015 წლის 7 ივნისს გაიხსნა. სასტუმრო 5-ვარსკვლავიანია და მისი მშენებლობისთვის 40 მლნ. დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. პროექტის ინვესტორი  იყო თურქული კომპანია ”მერსინ ტურიზმი”. სასტუმროში განთავსებულია 180 ნომერი, საპრეზიდენტო აპარტამენტები, საკონფერენციო დარბაზები, რესტორანი, კლუბი და სპა ცენტრი. სასტუმროში 700-მდე ადამიანი დასაქმდა.  ”ეს უკვე მეორე ხუთვარსკვლავიანი...

შსს - სასტუმრო „ლეო გრანდში" გაჩენილი ხანძრის შედეგად, წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვლილია 12 ადამიანი

person access_time2017-11-25 00:26:22
ბათუმში, სასტუმრო „ლეო გრანდში" გაჩენილი ხანძრის შედეგად, წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვლილია 12 ადამიანი, - აღნიშნულ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „ამ ეტაპზე მიმდინარეობს მათი იდენტიფიცირება. მაშველებმა და პოლიციელებმა სასტუმროს შენობიდან ასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია მოახდინეს. მათ შორის არიან როგორც სტუმრები, ასევე სასტუმროს თანამშრომლები. სხვადასხვა სირთულის ინტოქსიკაციის გამო, სასტუმროში მყოფი ადამიანები გადაყვანილები არიან ბათუმის...

FAO: 2015-2016 წლებში, პოსტსაბჭოთა ქვეყნებში სავაჭრო გეოგრაფია შეიცვალა

person access_time2017-11-24 19:30:12
გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO) 12 პოსტსაბჭოთა ქვეყანაში აგროსასურსათო იმპორტ-ექსპორტის დინამიკა გაანალიზა და 2015-16 წლებში ვაჭრობის შეფერხებას და სურსათზე ფასების ზრდაზე განაცხადა. კვლევის მიხედვით, რეგიონის ყველა ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის ტემპების შემცირების თანმდევი პროცესია ეროვნული ვალუტების დევალვაცია აშშ დოლარისა და ევროს მიმართ. გამომდინარე იქედან, რომ ამ ქვეყნების სასურსათო მოხმარებაში იმპორტის წილი მაღალია, შიდა ბაზრებზე სურსათის...


მსგავსი სიახლეები