იპოთეკური სესხები – როდესაც ბინის შეძენას გეგმავს

access_time2017-12-07 15:12:36


ოცნებობ ბინის შეძენაზე ან რემონტზე, მაგრამ ვერ ახერხებ საჭირო თანხის ერთად თავმოყრას? იპოთეკური სესხი საშუალებას გაძლევს სურვილი რეალობად აქციო, შეიძინო სასურველი სახლი დღეს, ხოლო გადახდა მომავალში დაიწყო. თუ არჩევანის გაკეთება გიჭირს და არ იცი რომელ კომპანიას მიმართო თანხის მისაღებად, Credy24 ერთ სივრცეში გაწვდის საჭირო ინფორმაციას საფინანსო კომპანიების შეთავაზებების შესახებ. ვებგვერდზე წარმოდგენილია ისეთი სასარგებლო ინფორმაცია, როგორიცაა სესხის ოდენობა, დაფარვის დრო, საპროცენტო განაკვეთი. კრედი 24-ზე  იპოთეკური სესხის მიღება მარტივად შეგიძლია. ონლაინ რეჟიმში ეცნობი კომპანიების შეთვაზებებს და ავსებ სესხის განაცხადს.

 

იპოთეკური სესხი გაიცემა ქონების უზრუნველყოფით. პროდუქტის დახმარებით მარტივია სახლის, აგარაკის, მიწის ნაკვეთის შეძენა. თანხა გრძელვადიანი პერიოდით გაიცემა და მისი დაფარვა წლების განმავლობაში ხდება. სესხის პირობა განისაზღვრება ინდივიდუალურად და დამოკიდებულია მომხმარებლის შემოსავლის ოდენობასა და შესაძენი ქონების ღირებულებაზე. აღნიშნული კრედიტის აღებამდე მნიშვნელოვანია სწორად შეაფასოთ გადახდის რესურსი და გაითვალისისწინოთ, რომ თანხას გრძელვადიანი პერიოდით იღებთ და მისი გადახდა წლების მანძილზე მოგიწევთ. გამომდინარე იქიდან, რომ კრედიტი ხანგძლივი ვადით გაიცემა, კრედიტორები ითხოვენ უზრუნველყოფას. გრძელვადიან პერიოდში შესაძლოა მომხმარებლის ფინანსური მდგომარეობა შეიცვალოს. შესაბამისად, კომპანიას სჭირდება დამატებითი გარანტია, რათა გადაუხდელობის შემთხვევაში შეძლოს გაცემული თანხის ამოღება.

 

როგორ უნდა შეამციროთ ხარჯი იპოთეკური სესხით სარგებლობისას?

 

  • პროდუქტის პირობა – დეტალურად გაეცანით ინფორმაციას კონკრეტული კომპანიის მომსახურების პირობის შესახებ. იმისათვის, რომ ზუსტად განსაზღვროთ თუ რამდენის გადახდა მოგიწევთ, საჭიროა იცოდეთ რამდენს შეადგენს ეფექტური საპროცენტო განაკვეთი.

 

  • სესხის ხელშეკრულება – სხვადასხვა ტიპის სესხი განსხვავებული პირობით გაიცემა. კრედიტის აღებისას ადასტურებთ და ეთანხმებით პირობებს. შესაბამისად, საჭიროა ზუსტად იცოდეთ თუ რაზე აწერთ ხელს. ეს თავიდან აგარიდებთ გაუთვალისწინებელ ხარჯსა და ფინანსურ პრობლემას.

 

  • სესხის კალკულატორი – საკრედიტო კომპანიების ვებგვერდზე მოცემულია პროდუქტის სესხის კალკულატორი, რაც გეხმარებათ წინასწარ გამოითვალოთ გადასახადი თანხა. თუმცა უმჯობესია ზუსტი ინფორმაციის მისაღებად კონსულტანტთან გადაამოწმოთ პროდუქტის პირობა.

 

 

იპოთეკური სესხის აღებამდე წინასწარ გამოითვალეთ ყველა ხარჯი, დაფიქრდით რამდენად მოახერხებთ თანხის გადახდას. პასუხისმგებლობით მიუდგეთ აღნიშნულ კრედიტის აღებას და წინასწარ გაითვალისწინეთ ხარჯების ოდენობა, რათა თავიდან აირიდოთ გაუთვალისწინებელი ფინანსური პრობლემები.


 

სწორად შეარჩიეთ სესხის ვალუტა. კრედიტი იმ ვალუტაში აიღეთ, რომელშიც შემოსავალი გაქვთ. კურსის ცვლილებამ შესაძლოა მომავალში პრობლემა შეგიქმნათ და გაცილებით მეტი თანხის გადახდა მოგიწიოთ. დაადგინეთ ეფექტური საპროცენტო განაკვეთის ოდენობა, რათა ზუსტად იცოდეთ ხარჯების ოდენობა სესხის დაფარვის პროცესში.


 

იპოთეკური სესხი გაიცემა როგორც მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში, ასევე ბანკებში. თითოეული კომპანიის შეთავაზება მიმზიდველია, რაც არჩევანის გაკეთებას რთულს ხდის. სწორი გადაწყვეტილების მისაღებად საჭიროა კრედიტის პირობების გარკვევა, ეფექტური საპროცენტო განაკვეთის გამოთვლა, სესხის ხელშეკრულების გაცნობა და დამატებითი ხარჯების შესახებ ინფორმაციის მიღება. სხვადასხვა კომპანიის პირობის გაგება და ერთმანეთთან შედარება უკვე ერთ სივრცეში შეიძლება. თქვენ არ დაგჭირდებათ კრედიტორების საიტებზე ინფორმაციის ძიება, კრედი24-ზე მარტივად გაიგებთ პროდუქტის პირობას, შეადარებთ არსებულ შეთავაზებებს და მიიღებთ გონივრულ გადაწყვეტილებას, რაც დაგიზოგავთ ფინანსებს. ეწვიე Credy24-ს და შეარჩიე შენზე მორგებული პირობის პროდუქტი.

 

 





მომგებიანი ბანკების რეიტინგი – 16-დან 15 მოგებაზეა

person access_time2017-12-18 19:30:37
1 დეკემბრისთვის 16-დან 15 მოგებაზეა და 90% 5 ბანკზე მოდის (L/Y – 13; 87%). ყველაზე მეტი მოგება საქართველოს ბანკს აქვს, 2016 წელს მოგების მაჩვენებლით პირველ ადგილზე თიბისი ბანკი იყო.                                                                        ...

Reuters: ევროკავშირი ბიტკოინთან დაკავშირებით ზომების გამკაცრებას აპირებს

person access_time2017-12-18 20:00:04
ევროკავშირის წევრი ქვეყნების გადაწყვეტილებით, ბიტკოინითა და სხვა კრიპტოვალუტებით მიმდინარე ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღსაკვეთად, ზომების გამკაცრება იგეგმება. Reuters-ის ინფორმაციით, ახალი წესის ამოქმედების შემდეგ ადამიანები წინასწარი გადახდის ბარათებით ანონიმური გადარიცხვების წარმოებას ვეღარ შეძლებენ. „დღევანდელი გადაწყვეტილებით, გადახდები გახდება უფრო მეტად გამჭვირვალე, რაც ხელს შეუწყობს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების პრევენციას,“...

ზვიად ციკოლია თვითმფრინავის პრეზენტაციას იანვარში გამართავს

person access_time2017-12-18 16:00:06
როგორ აქცია რეალობად ლუდის სმის დროს დაბადებული იდეა ზვიად ციკოლიამ დიზაინერმა ზვიად ციკოლიამ პირველი ქართული თვითმფრინავი შექმნა. ერთადგილიანი თვითმფრინავის შექმნის იდეა მეგობრებს რამდენიმე წლის წინ გაუჩნდათ, თუმცა ფინანსების არქონის გამო მისი განხორციელება აქამდე ვერ მოხერხდა. რამდენიმე დღეში კი პატარა, ლაჟვარდისფერი თვითმფრინავის პრეზენტაცია მალე შედგება – მას ციკოლიამ „ლიზი” უწოდა, თავისი პატარა ძმისშვილის...

ზურაბ ალავიძე: 2018-2020 წლებში საგზაო ინფრასტრუქტურაში 4,5 მილიარდი ლარის ღირებულების პროექტები განხორციელდება

person access_time2017-12-18 15:00:28
2018-2020 წლებში საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებით 4, 5 მილიარდი ლარის ღირებულების პროექტები განხორციელდება იგეგმება - ამის შესახებ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დღეს გამრთულ, მეგზევის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.     ზურაბ ალავიძემ მეგზევეებს პროფესიული დღე მიულოცა, საგზაო სექტორში დღეს არსებულ მიღწევებსა და სამომავლო გამოწვევებზე ისაუბრა. მინისტრმა გამოსვლისას, ხაზი გაუსვა სივრცითი მოწყობის გეგმის შესრულების...

ჯანდაცვის სამინისტრო მაღალმთიან სოფლებში სამედიცინო მომსახურების პრობლემას უარყოფს

person access_time2017-12-18 17:30:41
„მაღალმთიან რეგიონებში პირველადი სამედიცინო დახმარების მინიმალური სტანდარტები საკმარისია, როგორც პაციენტის დიაგნოსტიკისთვის, ასევე პირველადი სამედიცინო დახმარებისთვის“, - ასე ეხმაურება „კომერსანტთან“ საუბრისას, მაღალმთიან რეგიონებში არსებულ პირველად სამედიცინო დახმარებასთან დაკავშირებულ პრობლემას ჯანდაცვის დეპარტამენტის პოლიტიკის სამმართველოს უფროსი ქეთევან გოგინაშვილი.    მაღალმთიან სოფლებში პირველადი...


მსგავსი სიახლეები