კახა კუჭავა: შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტო გარემოს დაცვის მიმართულებით საქართველოს ტექნიკურ მხარდაჭერას გააძლიერებს

access_time2017-12-07 20:26:38

საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის, კახა კუჭავას განცხადებით, შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (SIDA) გარემოს დაცვის მიმართულებით საქართველოსთან თანამშრომლობის გაძლიერებას გეგმავს.

 

 

აღნიშნული განცხადება კახა კუჭავამ შვედეთში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესა და სააგენტოს გენერალურ დირექტორს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

 

 

„წლების განმავლობაში, შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ტექნიკური დახმარება საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო და მოხარულები ვიყავით, გაგვეგო, რომ ეს კიდევ უფრო გაძლიერდება. განსაკუთრებით, ვისაუბრეთ გარემოს დაცვის მიმართულებაზე, რომელიც SIDA-სთვის პრიორიტეტია და დავგეგმეთ სამომავლოდ კიდევ უფრო გავაძლიეროთ ამ კუთხით თანამშრომლობა. ძალიან ბევრი საკითხია, სადაც ჩვენ შეგვიძლია შვედეთის გამოცდილების გაზიარება და რაც ყველაზე მთავარია, მათი ძალიან დიდი სურვილია, რომ ამ კუთხით კიდევ უფრო დაგვიდგნენ გვერდში და გრძელვადიანი ხედვების მიმართულებით მაქსიმალურად შედეგიანი პოლიტიკა შევიმუშაოთ საქართველოსთვის",- განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.

 

 

მისივე თქმით, შეხვედრაზე განსაკუთრებული აქცენტი საქართველოში გარემოს დაცვის მიმართულებით დაგეგმილ რეფორმებზე გაკეთდა.

 

 

„საუბარი იყო სხვადასხვა მიმართულებაზე. ჩვენ წინ გვაქვს სატყეო რეფორმა, წყლის რეფორმა, სამთო რეფორმა - ყველა ის საკითხი, რომლებშიც ჩართვა SIDA-ს ძალიან აინტერესებს. ჩვენთვის მთავარია, შევქმნათ გრძელვადიანი ხედვა ქვეყნისთვის და იმ სისტემის შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს ძალიან მდგრად განვითარებას გარემოს დაცვის სტანდარტების გაუმჯობესების კუთხით",- განაცხადა კახა კუჭავამ.

 

 

 

 



მომგებიანი ბანკების რეიტინგი – 16-დან 15 მოგებაზეა

person access_time2017-12-18 19:30:37
1 დეკემბრისთვის 16-დან 15 მოგებაზეა და 90% 5 ბანკზე მოდის (L/Y – 13; 87%). ყველაზე მეტი მოგება საქართველოს ბანკს აქვს, 2016 წელს მოგების მაჩვენებლით პირველ ადგილზე თიბისი ბანკი იყო.                                                                        ...

Reuters: ევროკავშირი ბიტკოინთან დაკავშირებით ზომების გამკაცრებას აპირებს

person access_time2017-12-18 20:00:04
ევროკავშირის წევრი ქვეყნების გადაწყვეტილებით, ბიტკოინითა და სხვა კრიპტოვალუტებით მიმდინარე ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღსაკვეთად, ზომების გამკაცრება იგეგმება. Reuters-ის ინფორმაციით, ახალი წესის ამოქმედების შემდეგ ადამიანები წინასწარი გადახდის ბარათებით ანონიმური გადარიცხვების წარმოებას ვეღარ შეძლებენ. „დღევანდელი გადაწყვეტილებით, გადახდები გახდება უფრო მეტად გამჭვირვალე, რაც ხელს შეუწყობს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების პრევენციას,“...

ზვიად ციკოლია თვითმფრინავის პრეზენტაციას იანვარში გამართავს

person access_time2017-12-18 16:00:06
როგორ აქცია რეალობად ლუდის სმის დროს დაბადებული იდეა ზვიად ციკოლიამ დიზაინერმა ზვიად ციკოლიამ პირველი ქართული თვითმფრინავი შექმნა. ერთადგილიანი თვითმფრინავის შექმნის იდეა მეგობრებს რამდენიმე წლის წინ გაუჩნდათ, თუმცა ფინანსების არქონის გამო მისი განხორციელება აქამდე ვერ მოხერხდა. რამდენიმე დღეში კი პატარა, ლაჟვარდისფერი თვითმფრინავის პრეზენტაცია მალე შედგება – მას ციკოლიამ „ლიზი” უწოდა, თავისი პატარა ძმისშვილის...

ზურაბ ალავიძე: 2018-2020 წლებში საგზაო ინფრასტრუქტურაში 4,5 მილიარდი ლარის ღირებულების პროექტები განხორციელდება

person access_time2017-12-18 15:00:28
2018-2020 წლებში საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებით 4, 5 მილიარდი ლარის ღირებულების პროექტები განხორციელდება იგეგმება - ამის შესახებ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დღეს გამრთულ, მეგზევის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.     ზურაბ ალავიძემ მეგზევეებს პროფესიული დღე მიულოცა, საგზაო სექტორში დღეს არსებულ მიღწევებსა და სამომავლო გამოწვევებზე ისაუბრა. მინისტრმა გამოსვლისას, ხაზი გაუსვა სივრცითი მოწყობის გეგმის შესრულების...

ჯანდაცვის სამინისტრო მაღალმთიან სოფლებში სამედიცინო მომსახურების პრობლემას უარყოფს

person access_time2017-12-18 17:30:41
„მაღალმთიან რეგიონებში პირველადი სამედიცინო დახმარების მინიმალური სტანდარტები საკმარისია, როგორც პაციენტის დიაგნოსტიკისთვის, ასევე პირველადი სამედიცინო დახმარებისთვის“, - ასე ეხმაურება „კომერსანტთან“ საუბრისას, მაღალმთიან რეგიონებში არსებულ პირველად სამედიცინო დახმარებასთან დაკავშირებულ პრობლემას ჯანდაცვის დეპარტამენტის პოლიტიკის სამმართველოს უფროსი ქეთევან გოგინაშვილი.    მაღალმთიან სოფლებში პირველადი...


მსგავსი სიახლეები