საოკუპაციო ხაზთან, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, ახალი ხეხილის ბაღი გაშენდა

access_time2018-01-19 11:17:44

„ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, პროექტის „დანერგე მომავალი“ ბენეფიციარმა, ამირან ხოდელმა 12 ჰა-ზე ვაშლის ინტენსიური ბაღი გააშენა. ხეხილის ბაღი გორის რაიონის სოფელ ბერშუეთში მდებარეობს. სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორმა რევაზ ასათიანმა, შიდა-ქართლის გუბერნატორთან, კახაბერ სამსხარაძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ამირან ხოდელის ვაშლის ბაღი დაათვალიერა.


ბენეფიციარი პროგრამაში 2016 წელს ჩაერთო. ბაღის გაშენებისა და სარწყავი სისტემების მოწყობისთვის 94 650 ლარის ოდენობის სახელმწიფო დაფინანსება მიიღო, აქედან, 67 550 ლარი ნერგებისთვის, ხოლო 27 100 ლარი - წვეთოვანი სისტემებისთვის.


პროექტის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, ხეხილის ახალი ბაღები 4 289 ჰექტარზეა გაშენებული და სახელმწიფო დაფინანსების მოცულობა 22 186 339 მილიონ ლარს შეადგენს. აქედან, შიდა-ქართლის რეგიონში ხეხილის ბაღები 1 349 ჰა მიწის ფართობზე გაშენდა.



სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო „აწარმოე საქართველოში - ბიზნესის“ ფარგლებში, ახორციელებს „ერთიან აგროპროექტს“, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.




მერია „სითი პარკს“ სიურპრიზს უმზადებს

person access_time2018-02-19 08:50:27
დაახლოებით ერთ თვეში,თბილისის მერია „სითი პარკთან“ დაკავშირებით ახალ დეტალებს გაასაჯაროებს. „კომერსანტის“ მცდელობის მიუხედავად, მერიაში სიახლის დაკონკრეტებისაგან თავი შეიკავეს.  „ახლა „სითი პარკთან“ დაკავშირებით  გარკვეული მუშაობა მიმდინარეობს, სამუშაო პროცესია, ამიტომ წინასწარ ვერ გეტყვით დეტალებს. დაახლოებით ერთ თვეში საზოგადოებას შევატყობინებთ ახალ ინფორმაციას“, - განაცხადეს მერიაში. „კომერსანტი“ დამატებითი ინფორმაციისათვის „სითი პარკს“...

„ბიტკოინი: იყავი საკუთარი თავის ბანკი“ – უქმნის, თუ არა კრიპტოვალუტა ბანკებს საფრთხეს?

person access_time2018-02-18 20:00:02
“Bitcoin: Be your own bank“...

გერმანიის შს მინისტრი - თუ ვიზის დამრღვევთა რიცხვი გაიზრდება, ამ მექნიზმის ამოქმედებას დავიწყებთ, ყველაფერი საქართველოზეა დამოკიდებული

person access_time2018-02-18 09:05:44
თუ ვიზის დამრღვევთა რიცხვი გაიზრდება, შემდეგ ჩვენ ამ მექნიზმის ამოქმედებას დავიწყებთ . ასე, რომ ყველაფერი საქართველოზეა დამოკიდებული, - ამის შესახებ გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ტომაზ დე მაიზერმა ქართველ ჟურნალისტებს გერმანიაში განუცხადა. გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძეს...

ელენ დეჯენერესი ბიტკოინზე: „ან მილიონერი გახდებით ან გაკოტრდებით“

person access_time2018-02-17 12:00:15
დღეს თითქმის ყველა ბიტკოინთან დაკავშირებით საუბრობს, თუმცა რა არის ბიტკოინი, ამისი ახსნა ბევრს გაუჭირდება. ცნობილმა ამერიკელმა ტელეწამყვანმა, ელენ დეჯენერესმა საბაზრო კაპიტალიზაციით უმსხვილეს კრიპტოვალუტასთან დაკავშირებით ისაუბრა და ზემოთაღნიშნულ გარემოებას გაუსვა ხაზი.   „ბიტკოინი წააგავს დამაბნეველი სცენარის მქონე ფილმს - თქვენი მეგობრები უყურებენ მას და არ იმჩნევენ, რომ ფილმში არაფერი არ ესმით. ამ დროს კი თქვენც ისეთი სახე გაქვთ, თითქოს ყველაფერი გაიგეთ,“-...

ბილ და მელინდა გეიტსები: „არასამართლიანია, რომ ასეთი მდიდრები ვართ“

person access_time2018-02-17 14:00:06
ბილ გეიტსი მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში მეორე ადგილს იკავებს, რაც მას დიდ ძალაუფლებას ანიჭებს. იგი აღნიშნულ ძალაუფლებას ფილანტროპიული მიზნებისთვის იყენებს - 2000 წელს ბილ გეიტსმა მეუღლესთან, მელინდასთან ერთად „ბილ და მელინდა გეიტსების ფონდი“ დააარსა, რომლის მიზანსაც სიღარიბის, შიმშილის, უთანასწორობისა და დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენს.   ფონდის საქმიანობასთან დაკავშირებით, ბილ და მელინდა გეიტსებმა ხშირად დასმულ 10 შეკითხვას გასცეს პასუხი....


მსგავსი სიახლეები