„აზარტული თამაშების განვითარებისთვის სახელმწიფო სასათბურე პირობებს ქმნის“ - სპეციალისტები „Forbes“-ის რეიტინგს აფასებენ

access_time2018-02-09 09:50:50

„ის, რომ აზარტულ თამაშებთან დაკავშირებული კომპანიები ქართული Forbes-ის მიერ დასახელებულ უმსხვილესი კომპანიების ოცეულში შედიან,სახელმწიფოს მხრიდან სასათბურე პირობების შექმნას უკავშირდება. რეგულაციების ამოქმედება აუცილებელია, თუმცა, რატომღაც ამ თემასთან დაკავშირებით მთავრობა არაფერს არ ამბობს“,- ასე შეაფასა „აფბას“ ეკონომისტმა ანდრია გვიდიანმა „Forbes“ მიერ გამოქვეყნებული საქართველოს უმსხვილესი კომპანიების ოცეული, რომელთა შორის ორი აზარტულ თამაშებთან დაკავშირებული კომპანიაცაა („Europe-bet“, „კრისტალ ბეთი“, „ლიდერბეთი“).

 

როგორც ანდრია გვიდიანმა „კომერსანტთან“ საუბრისას აღნიშნა, დასახელებული კომპანიების მოგება ყოველწლიურად მზარდია. მაგალითად, 2010 წელს  ამ სექტორში წლიურმა ბრუნვამ 380 მილიონი ლარი შეადგინა, 2016 წელს კი 4 მილიარდ ლარს გადააჭრა. „აფბას“ ეკონომისტი არსებულ ციფრებს საგანგაშოს უწოდებს.



„ციფრები აჩვენებს, რომ ვითარება საგანგაშოა და სახელმწიფო არაფერს აკეთდებს. პირიქით, აზარტული თამაშების განვითარებისთვის სასათბურე პირობებს ჰქმნის. ეს ყველაფერი უარყოფითად აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე, რადგან აღნიშნული სექტორის ბრუნვა აკლდება რეალური სექტორების განვითარებას. შეზღუდვები რომ დაწესდეს, ავტომატურად ეს თანხები გადაინაცვლებს ეროვნულ დანაზოგში, რაც უკვე შემდგომ საბანკო სექტორის გავლით, კონვერტირდება ინვესტიციებად და რეალური ეკონომიკის დაკრედიტებას მოხმარდება“,-აცხადებს გვიდიანი.

 

მისივე თქმით, როგორც დასაქმების, ასევე საბიუჯეტო შემოსავლების თვალსაზრისით, რეალური დოვლათი აღნიშნული მიმართულებით რეგულაციების ამოქმედების შემდეგ შეიქმნება.

 

„საუბარი არ მაქვს აზარტული თამაშების საერთოდ აკრძალვაზე, მაგრამ მკაცრი კონტროლი აუცილებელია. მაგალითად, ასაკობრივი ცენზის გაზრდა, რეგისტაციის გამკაცრება, მოგების ლიმიტის დაწესება და ა.შ. ცნობილია, რომ დიდი საფრთხეა საზღვარგარეთიდან არალეგალური ფულის შემოდინებაზე, რაც ხშირად უკონტროლოა და ეროვნული უსაფრთხოების თვალსაზრისით საყურადღებოა. ამაზე გაეროს ანგარიშშიცაა ნათქვამი“,- განმარტავს გვიდიანი.

 


ის, რომ დღეს ადგილობრივ ბაზარზე აზარტული თამაშების ბიზნესი ერთ-ერთი მომგებიანია, ამას სტატისტიკოსი სოსო არჩვაძეც ეთანხმება. მისი თქმით, ეკონომიკა იმდენად სუსტადაა განვითარებული, რომ რეალური სექტორი არ არის წარმატებული და ამის ფონზე აზარტული თამაშებით დაკავებული დაწესებულებებიც „Forbes“-ის ოცეულში ხვდებიან.

 

„არსებულ ვითარებას იწვევს როგორც შიდა, ასევე გარე ფაქტორები. პირველ შემთხვევაში, მოსახლეობის საკრედიტო დამოკიდებულების მაჩვენებლი კატასტროფულად მზარდია, რადგან ადამიანები ბანკში იღებენ სესხს და მერე მიდიან სათამაშოდ. ხშირად, ოჯახის წევრებისგან დამოუკიდებლად ბინას დებენ ბანკში ან აგირავებენ მას და ა.შ. რაც შეეხება გარე ფაქტორს, მეზობელი ქვეყნებიდან ინსტესიურად ჩამოდიან მოთამაშეები (აზერბაიჯანში, თურქეთში აზარტული თამაშები აკრძალულია) და ფულს აქ ხარჯავენ. ცნობილია ისიც, რომ მსგავსი კომპანიები ფულის გათეთრებისთვისაც გამოიყენება ხოლმე, ამიტომ რეგულაციები ცალსახად აუცილებელია და თანაც რაც შეიძლება მალე“,-აღნიშნავს არჩვაძე.

 

მისივე თქმით, 2005 წლის შემდეგ, შედარებისთვის, შინამეურნეობათა შემოსავლების ზრდა არის 3-ჯერ გაზრდილი, ხოლო საკრედიტო დამოკიდებულება 19-ჯერ. 23-ჯერ არის გაზრდილი მოსახლეობის ხარჯების მოცულობა სათამაშო ბიზნესში.


„ზოგადად, მსოფლიო სტატისტიკა ადასტურებს, რომ მოგების თანხა დახარჯულ თანხასთან შედარებით 6 %-ს შეადგენს, ყველა დანარჩენი კი თამაშიდან წაგებული რჩება. ამიტომ, კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ სახელმწიფომ შესაბამისი ზომები უნდა მიიღოს“,-აცხადებს სოსო არჩვაძე.

 

„Forbes”-მა საქართველოს უმსხვილესი კომპანიების ოცეული დაასახელა. ოცეულში ისეთ კომპანიებთან ერთად როგორიცაა, შპს „ჯორჯიან მანგანეზ“, „ენერგო-პრო ჯორჯია“, „თელასი“(პირველი სამეული), მოხვდა ორი აზარტულ თამშებთან დაკავშირებული კომპანიაც. ესენია:

 

• შპს ჩემპიონები 111 (europe-bet) – საქმიანობა: აზარტული თამაშების საქმიანობები;


• შპს სუპერბეთი 2014 (კრისტალ ბეთი, ლიდერბეთი) – საქმიანობა: აზარტული თამაშების საქმიანობები.

 

ავტორი: სალომე ლემონჯავა 

 



მერია „სითი პარკს“ სიურპრიზს უმზადებს

person access_time2018-02-19 08:50:27
დაახლოებით ერთ თვეში,თბილისის მერია „სითი პარკთან“ დაკავშირებით ახალ დეტალებს გაასაჯაროებს. „კომერსანტის“ მცდელობის მიუხედავად, მერიაში სიახლის დაკონკრეტებისაგან თავი შეიკავეს.  „ახლა „სითი პარკთან“ დაკავშირებით  გარკვეული მუშაობა მიმდინარეობს, სამუშაო პროცესია, ამიტომ წინასწარ ვერ გეტყვით დეტალებს. დაახლოებით ერთ თვეში საზოგადოებას შევატყობინებთ ახალ ინფორმაციას“, - განაცხადეს მერიაში. „კომერსანტი“ დამატებითი ინფორმაციისათვის „სითი პარკს“...

„ბიტკოინი: იყავი საკუთარი თავის ბანკი“ – უქმნის, თუ არა კრიპტოვალუტა ბანკებს საფრთხეს?

person access_time2018-02-18 20:00:02
“Bitcoin: Be your own bank“...

გერმანიის შს მინისტრი - თუ ვიზის დამრღვევთა რიცხვი გაიზრდება, ამ მექნიზმის ამოქმედებას დავიწყებთ, ყველაფერი საქართველოზეა დამოკიდებული

person access_time2018-02-18 09:05:44
თუ ვიზის დამრღვევთა რიცხვი გაიზრდება, შემდეგ ჩვენ ამ მექნიზმის ამოქმედებას დავიწყებთ . ასე, რომ ყველაფერი საქართველოზეა დამოკიდებული, - ამის შესახებ გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ტომაზ დე მაიზერმა ქართველ ჟურნალისტებს გერმანიაში განუცხადა. გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძეს...

ელენ დეჯენერესი ბიტკოინზე: „ან მილიონერი გახდებით ან გაკოტრდებით“

person access_time2018-02-17 12:00:15
დღეს თითქმის ყველა ბიტკოინთან დაკავშირებით საუბრობს, თუმცა რა არის ბიტკოინი, ამისი ახსნა ბევრს გაუჭირდება. ცნობილმა ამერიკელმა ტელეწამყვანმა, ელენ დეჯენერესმა საბაზრო კაპიტალიზაციით უმსხვილეს კრიპტოვალუტასთან დაკავშირებით ისაუბრა და ზემოთაღნიშნულ გარემოებას გაუსვა ხაზი.   „ბიტკოინი წააგავს დამაბნეველი სცენარის მქონე ფილმს - თქვენი მეგობრები უყურებენ მას და არ იმჩნევენ, რომ ფილმში არაფერი არ ესმით. ამ დროს კი თქვენც ისეთი სახე გაქვთ, თითქოს ყველაფერი გაიგეთ,“-...

ბილ და მელინდა გეიტსები: „არასამართლიანია, რომ ასეთი მდიდრები ვართ“

person access_time2018-02-17 14:00:06
ბილ გეიტსი მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში მეორე ადგილს იკავებს, რაც მას დიდ ძალაუფლებას ანიჭებს. იგი აღნიშნულ ძალაუფლებას ფილანტროპიული მიზნებისთვის იყენებს - 2000 წელს ბილ გეიტსმა მეუღლესთან, მელინდასთან ერთად „ბილ და მელინდა გეიტსების ფონდი“ დააარსა, რომლის მიზანსაც სიღარიბის, შიმშილის, უთანასწორობისა და დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენს.   ფონდის საქმიანობასთან დაკავშირებით, ბილ და მელინდა გეიტსებმა ხშირად დასმულ 10 შეკითხვას გასცეს პასუხი....


მსგავსი სიახლეები