„სააკაშვილის ექსტრადიციის მოთხოვნა პოლონეთშიც გაგზავნილია“

access_time2018-02-13 11:09:25

„მიხეილ სააკაშვილის ექსტრადიციის მოთხოვნა პოლონეთშიც გაგზავნილია. იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის თქმით, ეს სულ ცინცხალი ამბავია და რა თქმა უნდა, პოლონეთის სახელმწიფოს რეაგირებას დღესვე, ან ხვალვე ვერ მოვთხოვთ, რადგან ევროპულ ქვეყნებში, როგორც ჩვენთან, ასევე პოლონეთში, დასავლეთ ევროპაშიც ერთიდაიგივე პროცედურები არსებობს. ეს არის სასამართლოს რამდენიმე ინსტანცია, რასაც დრო სჭირდება და თუ ეს პროცედურები პოლონეთში დაიწყება, შესაძლოა, ჩვენ რაღაც შედეგებზე ვისაუბროთ", - განაცხადა წულუკიანმა.

 

აპატრიდი მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც უკრაინაში ყოფნის კანონიერი უფლება დროებით ჰქონდა მინიჭებული, რეადმისიის ფარგლებში, გუშინ პოლონეთში იძულებით დააბრუნეს.
საქართველოს ექსპრეზიდენტი, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი და უკრაინული „ახალ ძალთა მოძრაობის" ლიდერი კიევის ერთ-ერთი რესტორნიდან სასაზღვრო და მიგრაციის სამსახურების თანამშრომლებმა გუშინ აიყვანეს.

 

„ეს არის კლასიკური მაგალითი, თუ როგორ იტყუება გამუდმებით უკრაინის ხელისუფლება. არ არსებობს არანაირი სისხლის სამართლის საქმე და არც გადატრიალება, რასაც თითქოს ვგეგმავდი," - განაცხადა ვარშავაში ჩასვლის შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა. მისი თქმით, უკრაინიდან გაძევებაზე რეაგირება მშვიდი უნდა იყოს. „მათ სისუსტეს ჩვენ სულის სიმტკიცით უნდა ვუპასუხოთ", - მიმართა სააკაშვილმა მხარდამჭერებს, რომლებიც კიევში საპროტესტო აქციას მართავდნენ.

 


მიხეილ სააკაშვილი მისი რეადმისიით პოლონეთში გაშვების მიზეზად ბიძინა ივანიშვილისა და პეტრო პოროშენკოს გარიგებას ასახელებს. „ამ კაცს ეშინია ჩემი, თორემ რამის თავი რომ ჰქონდეს, ხომ მოილაპარაკებდა საქართველოში გადმოცემაზე. არაფრის თავი არ აქვთ, არიან მხდალები, არიან მატყუარები, არიან ფლიდები“, - თქვა სააკაშვილმა.

 

ცნობისთვის, უკრაინის გენერალური პროკურატურა სააკაშვილის უკრაინიდან გაძევების რამდენიმე ვარიანტს ასახელებდა. პირველ ვარიანტად ჰოლანდიაში დაბრუნება სახელდებოდა, სადაც მისი ოჯახი ცხოვრობს. როგორც უკრაინის შესაბამის უწყებაში განმარტავდნენ, ჰოლანდიაში სააკაშვილის მიღებისთვის მზად იყვნენ. მეორე შესაძლებლობა მოიცავდა ნებაყოფლობით ან იძულებით დეპორტაციას იმ ქვეყანაში, საიდანაც მან უკანონოდ გადაკვეთა უკრაინის საზღვარი, ეს ქვეყან კი, პოლონეთია. უკრაინიდან ცხოვრების უფლებაჩამორთმეული სააკაშვილის გაძევების მესამე ვარიანტად კი, საქართველოში ექსტრადირების შესახებ მთავარი პროკურატურის მოთხოვნა სახელდებოდა.

 

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ საქართველოში აღძრული ოთხი საქმიდან ერთზე განაჩენი უკვე დადგა და ექსპრეზიდენტს, დაუსწრებლად 3 წლიანი პატიმრობა მიესაჯა. საქართველოს მესამე პრეზიდენტის წინააღმდეგ საქმე აღძრულია უკრაინაშიც, მას ბრალად ედება დანაშაულებრივი ორგანიზაციის მონაწილეთა დახმარება და მათი დანაშაულებრივი საქმიანობის დაფარვას.

 

და კიდევ ერთი, გუშინ, სააკაშვილის ქვეყნიდან გაძევებამდე, ავსტრიულ გამოცემასთნ ინტერვიუში, უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილს არ აქვს უფლება უკრაინაში პოლიტიკური საქმიანობა წარმართოს, ამიტომ შესაძლოა ქვეყნიდან გააძევონ. პოროშენკომ ასევე თქვა, რომ სააკაშვილის ექსტრადირების საკითხით სახელმწიფო საიმიგრაციო და სასაზღვრო სამსახური უნდა დაკავდეს, რაზეც ის გავლენის მოხდენას არ აპირებს.



მერია „სითი პარკს“ სიურპრიზს უმზადებს

person access_time2018-02-19 08:50:27
დაახლოებით ერთ თვეში,თბილისის მერია „სითი პარკთან“ დაკავშირებით ახალ დეტალებს გაასაჯაროებს. „კომერსანტის“ მცდელობის მიუხედავად, მერიაში სიახლის დაკონკრეტებისაგან თავი შეიკავეს.  „ახლა „სითი პარკთან“ დაკავშირებით  გარკვეული მუშაობა მიმდინარეობს, სამუშაო პროცესია, ამიტომ წინასწარ ვერ გეტყვით დეტალებს. დაახლოებით ერთ თვეში საზოგადოებას შევატყობინებთ ახალ ინფორმაციას“, - განაცხადეს მერიაში. „კომერსანტი“ დამატებითი ინფორმაციისათვის „სითი პარკს“...

„ბიტკოინი: იყავი საკუთარი თავის ბანკი“ – უქმნის, თუ არა კრიპტოვალუტა ბანკებს საფრთხეს?

person access_time2018-02-18 20:00:02
“Bitcoin: Be your own bank“...

გერმანიის შს მინისტრი - თუ ვიზის დამრღვევთა რიცხვი გაიზრდება, ამ მექნიზმის ამოქმედებას დავიწყებთ, ყველაფერი საქართველოზეა დამოკიდებული

person access_time2018-02-18 09:05:44
თუ ვიზის დამრღვევთა რიცხვი გაიზრდება, შემდეგ ჩვენ ამ მექნიზმის ამოქმედებას დავიწყებთ . ასე, რომ ყველაფერი საქართველოზეა დამოკიდებული, - ამის შესახებ გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ტომაზ დე მაიზერმა ქართველ ჟურნალისტებს გერმანიაში განუცხადა. გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძეს...

ელენ დეჯენერესი ბიტკოინზე: „ან მილიონერი გახდებით ან გაკოტრდებით“

person access_time2018-02-17 12:00:15
დღეს თითქმის ყველა ბიტკოინთან დაკავშირებით საუბრობს, თუმცა რა არის ბიტკოინი, ამისი ახსნა ბევრს გაუჭირდება. ცნობილმა ამერიკელმა ტელეწამყვანმა, ელენ დეჯენერესმა საბაზრო კაპიტალიზაციით უმსხვილეს კრიპტოვალუტასთან დაკავშირებით ისაუბრა და ზემოთაღნიშნულ გარემოებას გაუსვა ხაზი.   „ბიტკოინი წააგავს დამაბნეველი სცენარის მქონე ფილმს - თქვენი მეგობრები უყურებენ მას და არ იმჩნევენ, რომ ფილმში არაფერი არ ესმით. ამ დროს კი თქვენც ისეთი სახე გაქვთ, თითქოს ყველაფერი გაიგეთ,“-...

ბილ და მელინდა გეიტსები: „არასამართლიანია, რომ ასეთი მდიდრები ვართ“

person access_time2018-02-17 14:00:06
ბილ გეიტსი მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში მეორე ადგილს იკავებს, რაც მას დიდ ძალაუფლებას ანიჭებს. იგი აღნიშნულ ძალაუფლებას ფილანტროპიული მიზნებისთვის იყენებს - 2000 წელს ბილ გეიტსმა მეუღლესთან, მელინდასთან ერთად „ბილ და მელინდა გეიტსების ფონდი“ დააარსა, რომლის მიზანსაც სიღარიბის, შიმშილის, უთანასწორობისა და დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენს.   ფონდის საქმიანობასთან დაკავშირებით, ბილ და მელინდა გეიტსებმა ხშირად დასმულ 10 შეკითხვას გასცეს პასუხი....


მსგავსი სიახლეები