მსოფლიოში უალკოჰოლო ლუდზე მოთხოვნა იზრდება-რა ხდება საქართველოში?

access_time2018-02-14 10:30:18

მსოფლიო ტენდენციისგან განსხვავებით, საქართველოში უალკოჰოლო ლუდი მოთხოვნადი არ არის. კომპანია ,,ნატახტარის‘‘ კორპორატიული დირექტორი ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი „კომერსანტთან“ საუბრისას აღნიშნავს,რომ საქართველოში ლუდის მწარმოებლები ასეთ ლუდს მოთხოვნის არ არსებობის გამო არ აწარმოებენ. მისი განცხადებით, თუ საქართველოში ეს პროდუქტი მოთხოვნადი იქნებოდა, მისი იმპორტი აუცილებლად განხორციელდებოდა.


ხუნძაკიშვილის განცხადებით, დღეს არაალკოჰოლური ლუდის ძალიან მცირე რაოდენობით იმპორტი ხდება.


„შეიძლება მსოფლიოში ეს იყოს მოთხოვნადი, თუმცა, ეს არ იყოს -საქართველოში. ჩვენ ბაზარმა, მომხმარებელმა უნდა მოგვთხოვოს.ისევე როგორც დაბალალკოჰოლური, ე.წ „ლაითი“ ლუდის შემთხვევაში მოხდა. მოთხოვნა იყო, ლუდის ინდუსტრიამ დაიწყო დაბალპროცენტიანი ლუდის წარმოება, ბაზარმაც კარგად მიიღო და რეალურად,ამ სეგმენტში იმპორტის ჩანაცვლებაც მოხდა. უალკოჰოლო ლუდზე, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, საქართველოში არ არის იმ ტიპის მოთხოვნა, რაც ინვესტიციების ჩადებას და შესაბამისად, ამ სეგმენტის განვითარებას განაპირობებდა“-აცხადებს ხუნძაკიშვილი.


კითხვაზე, თუ რა არის მიზეზი იმისა, რომ საქართველოში უალკოჰოლო ლუდი არ არის მოთხოვნადი, ხუნძაკიშვილი აღნიშნავს, რომ მიზეზი მომხმარებელში უნდა ვეძიოთ და რომ ეს მწარმოებელმა როგორც წესი ეს იცის.



მისი ინფორმაციით, დღეს კომპანია „ნატახტარის“ გაყიდვებში დიდი წილი სტანდარტულ, 5 გრადუსიან ლუდზე მოდის. შემდეგ მოდის 4-4.3 გრადუსიანი ე.წ „ლაითი“ ლუდი, რასაც ბაზრის 20 პროცენტი უჭირავს.




ლუდის მწარმოებელი კომპანია „ყაზბეგის“ დამფუძნებელი გოგი თოფაძე აცხადებს, რომ დღეს ქვეყანაში უალკოჰოლო ლუდზე მოთხოვნა არ არსებობს. შესაბამისად, წარმოებაც არ ხდება. მისი განმარტებით, წლების წინ ირანიდან იყო ინტერესი უალკოჰოლო ლუდის მიწოდებაზე, თუმცა,ეს პროექტი ვერ განხორციელდა. „თუ იქნება მოთხოვნა როგორც ადგილობრივი ისე საერთაშორისო ბაზრიდან, კომპანია „ყაზბეგი“ ამას აუცილებლად გაითვალისწინებს და უალკოჰოლო ლუდის წარმოებას დაიწყებს“-აცხადებს თოფაძე.



Euromonitor International-ის კვლევის თანახმად, მსოფლიოში 2015-2016 წლებში ტრადიციული ლუდის მსმელთა რაოდენობა შემცირდა, პარალელურად კი, არაალკოჰოლური ლუდის ბაზარი 5%-ით გაიზარდა.


მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ლუდსახარში კომპანია, Anheuser-Busch InBev-ი 2025 წლისთვის არაალკოჰოლური ლუდის ბაზრის 20%-იან ზრდას ვარაუდობს. კომპანიამ Budweiser-ისა და Corona-ს არაალკოჰოლური ვერსიები ბაზარზე 2016 წელს წარმატებით გამოიტანა.


ავტორი: სოფო ქსოვრელი 




მერია „სითი პარკს“ სიურპრიზს უმზადებს

person access_time2018-02-19 08:50:27
დაახლოებით ერთ თვეში,თბილისის მერია „სითი პარკთან“ დაკავშირებით ახალ დეტალებს გაასაჯაროებს. „კომერსანტის“ მცდელობის მიუხედავად, მერიაში სიახლის დაკონკრეტებისაგან თავი შეიკავეს.  „ახლა „სითი პარკთან“ დაკავშირებით  გარკვეული მუშაობა მიმდინარეობს, სამუშაო პროცესია, ამიტომ წინასწარ ვერ გეტყვით დეტალებს. დაახლოებით ერთ თვეში საზოგადოებას შევატყობინებთ ახალ ინფორმაციას“, - განაცხადეს მერიაში. „კომერსანტი“ დამატებითი ინფორმაციისათვის „სითი პარკს“...

„ბიტკოინი: იყავი საკუთარი თავის ბანკი“ – უქმნის, თუ არა კრიპტოვალუტა ბანკებს საფრთხეს?

person access_time2018-02-18 20:00:02
“Bitcoin: Be your own bank“...

გერმანიის შს მინისტრი - თუ ვიზის დამრღვევთა რიცხვი გაიზრდება, ამ მექნიზმის ამოქმედებას დავიწყებთ, ყველაფერი საქართველოზეა დამოკიდებული

person access_time2018-02-18 09:05:44
თუ ვიზის დამრღვევთა რიცხვი გაიზრდება, შემდეგ ჩვენ ამ მექნიზმის ამოქმედებას დავიწყებთ . ასე, რომ ყველაფერი საქართველოზეა დამოკიდებული, - ამის შესახებ გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ტომაზ დე მაიზერმა ქართველ ჟურნალისტებს გერმანიაში განუცხადა. გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძეს...

ელენ დეჯენერესი ბიტკოინზე: „ან მილიონერი გახდებით ან გაკოტრდებით“

person access_time2018-02-17 12:00:15
დღეს თითქმის ყველა ბიტკოინთან დაკავშირებით საუბრობს, თუმცა რა არის ბიტკოინი, ამისი ახსნა ბევრს გაუჭირდება. ცნობილმა ამერიკელმა ტელეწამყვანმა, ელენ დეჯენერესმა საბაზრო კაპიტალიზაციით უმსხვილეს კრიპტოვალუტასთან დაკავშირებით ისაუბრა და ზემოთაღნიშნულ გარემოებას გაუსვა ხაზი.   „ბიტკოინი წააგავს დამაბნეველი სცენარის მქონე ფილმს - თქვენი მეგობრები უყურებენ მას და არ იმჩნევენ, რომ ფილმში არაფერი არ ესმით. ამ დროს კი თქვენც ისეთი სახე გაქვთ, თითქოს ყველაფერი გაიგეთ,“-...

ბილ და მელინდა გეიტსები: „არასამართლიანია, რომ ასეთი მდიდრები ვართ“

person access_time2018-02-17 14:00:06
ბილ გეიტსი მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში მეორე ადგილს იკავებს, რაც მას დიდ ძალაუფლებას ანიჭებს. იგი აღნიშნულ ძალაუფლებას ფილანტროპიული მიზნებისთვის იყენებს - 2000 წელს ბილ გეიტსმა მეუღლესთან, მელინდასთან ერთად „ბილ და მელინდა გეიტსების ფონდი“ დააარსა, რომლის მიზანსაც სიღარიბის, შიმშილის, უთანასწორობისა და დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენს.   ფონდის საქმიანობასთან დაკავშირებით, ბილ და მელინდა გეიტსებმა ხშირად დასმულ 10 შეკითხვას გასცეს პასუხი....


მსგავსი სიახლეები