ლოიალ კაპიტალ ჯგუფი“ და რომან ფიფია რუსულ "სისტემას" 388 მილიონს ედავებიან

access_time2018-02-14 13:54:41


Loyal Capital Group (LCG) -ს  ადვოკატები ვრცელ განცხადებას ავრცელებენ ბიზნესმენ რომან ფიფიას კუთვნილი "ლოიალ კაპიტალის" და რუსულ "სისტემას" შორის არსებული სასამართლო დავის ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე.


როგორც განცხადებაშია აღნიშნული: "მაშინ როდესაც კომპანიებს შორის დავა სასამარლოს განხილვის პროცესშია, და როდესაც ინფორმაცია და ფაქტები არასრულადაა ცნობილი, საქმის ირგვლივ მსჯელობა და მითუმეტეს პროცესის შესახებ რაიმე სახის დასკვნების გამოტანა, არამართებულად მიგვაჩნია.


"ლოიალ კაპიტალს" გააჩნია მყარი მტკიცებულებები EAST WEST UNITED BANK-ისა (EWUB- რუსული სისტემის" შვილობილი ბანკი) და რუსულ "სისტემას" არაკანონიერი ქმედებების შესახებ და ასევე იმის თაობაზე, რომ მოხდა ერგბ (EBRD) საკრედიტო ხელშეკრულების მიზანმიმართული საბოტირება EWUBდა "სისტემის" მიერ უკანასკნელის ინტერესების გათვალისწინებით.


"ლოიალ კაპიტალს" სხვა მტკიცებულებათა შორის, ასევე გააჩნია დასტური იმის თაობაზე, რომ EWUB -მა დაარღვია ლუქსემბურგის საბანკო კონფიდენციალურობის კანონმდებლობა და აღნიშნულ ბანკს ასევე ჩადენილი აქვს, ლუქსემბურგის საბანკო კანონმდებლობის სხვა მრავალი დარღვევა.



სწორედ ამიტომ, "ლოიალ კაპიტალი" დარწმუნებულია, რომ ლუქსემბურგის სასამართლოში მიმდინარე სააპელაციო პროცესი "ლოიალ კაპიტალის" სასარგებლოდ დასრულდება და კომპანია შეძლებს EWUB-ის სარჩელის გაქარწყლებას და შესაგებელი სარჩელის ირგვლივ მიმდინარე სასამართლო პროცესის მოგებას.


ასევე, ზემოხსენებული ფაქტებიდან გამომდინარე, მიმდინარეობს სისხლის სამართლის კანონმდებლობის შესაძლო დარღვევის გამოკვლევა. ჩვენი, როგორც კომპანიის იურისტების, რეკომენდაციებიდან გამომდინარე "ლოიალ კაპიტალი" თავს იკავებდა პრესასთან აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით კომუნიკაციაზე.


ლიონელ სპეტი და ლიდი ლორანი




წყარო: Ipress.ge



მერია „სითი პარკს“ სიურპრიზს უმზადებს

person access_time2018-02-19 08:50:27
დაახლოებით ერთ თვეში,თბილისის მერია „სითი პარკთან“ დაკავშირებით ახალ დეტალებს გაასაჯაროებს. „კომერსანტის“ მცდელობის მიუხედავად, მერიაში სიახლის დაკონკრეტებისაგან თავი შეიკავეს.  „ახლა „სითი პარკთან“ დაკავშირებით  გარკვეული მუშაობა მიმდინარეობს, სამუშაო პროცესია, ამიტომ წინასწარ ვერ გეტყვით დეტალებს. დაახლოებით ერთ თვეში საზოგადოებას შევატყობინებთ ახალ ინფორმაციას“, - განაცხადეს მერიაში. „კომერსანტი“ დამატებითი ინფორმაციისათვის „სითი პარკს“...

„ბიტკოინი: იყავი საკუთარი თავის ბანკი“ – უქმნის, თუ არა კრიპტოვალუტა ბანკებს საფრთხეს?

person access_time2018-02-18 20:00:02
“Bitcoin: Be your own bank“...

გერმანიის შს მინისტრი - თუ ვიზის დამრღვევთა რიცხვი გაიზრდება, ამ მექნიზმის ამოქმედებას დავიწყებთ, ყველაფერი საქართველოზეა დამოკიდებული

person access_time2018-02-18 09:05:44
თუ ვიზის დამრღვევთა რიცხვი გაიზრდება, შემდეგ ჩვენ ამ მექნიზმის ამოქმედებას დავიწყებთ . ასე, რომ ყველაფერი საქართველოზეა დამოკიდებული, - ამის შესახებ გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ტომაზ დე მაიზერმა ქართველ ჟურნალისტებს გერმანიაში განუცხადა. გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძეს...

ელენ დეჯენერესი ბიტკოინზე: „ან მილიონერი გახდებით ან გაკოტრდებით“

person access_time2018-02-17 12:00:15
დღეს თითქმის ყველა ბიტკოინთან დაკავშირებით საუბრობს, თუმცა რა არის ბიტკოინი, ამისი ახსნა ბევრს გაუჭირდება. ცნობილმა ამერიკელმა ტელეწამყვანმა, ელენ დეჯენერესმა საბაზრო კაპიტალიზაციით უმსხვილეს კრიპტოვალუტასთან დაკავშირებით ისაუბრა და ზემოთაღნიშნულ გარემოებას გაუსვა ხაზი.   „ბიტკოინი წააგავს დამაბნეველი სცენარის მქონე ფილმს - თქვენი მეგობრები უყურებენ მას და არ იმჩნევენ, რომ ფილმში არაფერი არ ესმით. ამ დროს კი თქვენც ისეთი სახე გაქვთ, თითქოს ყველაფერი გაიგეთ,“-...

ბილ და მელინდა გეიტსები: „არასამართლიანია, რომ ასეთი მდიდრები ვართ“

person access_time2018-02-17 14:00:06
ბილ გეიტსი მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში მეორე ადგილს იკავებს, რაც მას დიდ ძალაუფლებას ანიჭებს. იგი აღნიშნულ ძალაუფლებას ფილანტროპიული მიზნებისთვის იყენებს - 2000 წელს ბილ გეიტსმა მეუღლესთან, მელინდასთან ერთად „ბილ და მელინდა გეიტსების ფონდი“ დააარსა, რომლის მიზანსაც სიღარიბის, შიმშილის, უთანასწორობისა და დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენს.   ფონდის საქმიანობასთან დაკავშირებით, ბილ და მელინდა გეიტსებმა ხშირად დასმულ 10 შეკითხვას გასცეს პასუხი....


მსგავსი სიახლეები