ევროკავშირის საბჭომ დაამტკიცა საერთო ევროპული კანონი, რომელიც სანქციების რეჟიმის დარღვევისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას გულისხმობს და ევროკავშირის წევრ ქვეყნებში სანქციების რეჟიმის დარღვევისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ერთიან სტანდარტს ითვალისწინებს. 

ევროკავშირის წევრ ყველა ქვეყანაში სისხლის სამართლის დანაშაულად ჩაითვლება ისეთი ქმედებები როგორიც არის წევრ ქვეყნებში არალეგალურად შესვლაში სანქცირებული პირების დახმარება, სანქცირებული საქონლით ვაჭრობა ან/და სანქცირებული პირებისა და კომპანიების სახელით აკრძალული ფინანსური ოპერაციების განხორციელება.აღნიშნული დირექტივა ევროკავშირის ჟურნალში უნდა გამოქვეყნდეს და მე-20დღე  შევა ძალაში. გარდა ამისა ევროკავშირის წევრ ქვეყნებს 12 თვე ექნებათ იმისათვის, რომ აღნიშნული დირექტივის მოთხოვნების ეროვნულ კანონმდებლობასთან ინტეგრაციაში მოიყვანონ.

სისხლის სამართლის დანაშაულად ჩაითვლება აკრძალული ქმედებები იქნება ეს განზრახ თუ ზოგ შემთხვევაში დაუდევრობით ჩადენილი.  10,000 ევროზე ნაკლები ღირებულების აქტივებთან, სახსრებთან ან საქონელ/მომსახურებასთან დაკავშირებული დარღვევები შესაძლოა, სისხლის სამართლის დანაშაულებად არ ჩაითვალოს.

რაც შეეხება სასჯელის სიმძიმეს, ევროკავშირის  ქვეყნებს მისი არჩევის  თავისუფლება აქვს მაგალითად, იურიდიული პირებისთვის მაქსიმალური ჯარიმა შესაძლოა, კომპანიის გლობალური ბრუნვის პროცენტული, ასევე, ფიქსირებული თანხის სახით განისაზღვროს.

ფიზიკური პირებისთვის თითოეულმა წევრმა სახელმწიფომ კანონმდებლობაში უნდა უზრუნველყოს მაქსიმალური სასჯელი დანაშაულისთვის, რომელიც სანქცირებული პირების ევროპული აქტივების შესახებ ინფორმაციის დამალვაზე ერთ წლამდე ან მეტი ხნით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პატიმრობით დაისჯება ქმედება, თუ არ იქნა მიწოდებული ინფორმაცია 100 ათასი ევროს ან მეტი ღირებულების აქტივის შესახებ.

რაც შეეხება  თავისუფლების აღკვეთას იგი  შეიძლება ითვალისწინებდეს 5 წლამდე ან მეტით აღკვეთას იმ დანაშაულისთსვის, რომელიც უკავშირდება  100 ათასი ევროს ან მეტი ღირებულების აქტივის ან რესურსის სანქცირებული პირებისთვის მიწოდებას, ასევე, 100 ათასი ევროს ან მეტი ღირებულების აქტივის გაყინვის ვალდებულების შეუსრულებლობას ან იმავე ღირებულების აქტივების გადაცემას სანქციების გვერდის ავლით, ასევე, არანაკლებ 100 ათასი ევროს ოდენობის სანქცირებული საქონლის მიწოდებას.

სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა წარმოიქმნება შემდეგი სახის ქმედებებისთვის:

  • სანქცირებული ფიზიკური ან იურიდიული პირისთვის სახსრების ან ეკონომიკური რესურსების უზრუნველყოფა
  • სანქცირებული პირის გაყინვას დაქვემდებარებული სახსრების ან რესურსების არგაყინვა
  • სანქცირებული მოქალაქისთვის ევროკავშირის რომელიმე ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლის ან საზღვრის ტრანზიტის გზით გადაკვეთის უზრუნველყოფა
  • ტრანზაქციების განხორციელება სანქცირებულ სახელმწიფოსთან ან ამ სახელმწიფოს ორგანიზაციებთან
  • ემბარგოს ქვეშ მყოფი საქონლის იმპორტი/ექსპორტი, შეძენა, გადაცემა ან რეალიზაცია
  • ევროკავშირის შემზღუდავი ზომების მიზანმიმართული გვერდის ავლა