ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის დირექტორი ლევან სილაგავა აცხადებს, რომ საქართველოში ხორბლის და ფქვილის მარაგები სტაბილიურადაა და სექტორი ახალი მოსავლის მოლოდინშია.

„ამ ეტაპზე ფქვილის და ხორბლის მიმართულებით მსოფლიოში სტაბილურობაა და მარაგებიც სტაბილურადაა. საქართველოში ერთ თვეში ახალ მოსავალს ველოდებით. მუშაობს პროგრამა, რომელიც შემოტანილ ფქვილზე დამაბალანსებელ გადასახადს გულისხმობს.“- განაცხადა ლევან სილაგავამ.

რაც შეეხება მოსავლის რაოდენობის პროგნოზს, სილაგავა ამბობს, რომ ამ ეტაპზე 150 ათას ტონა ხორბლის  მოსავალს ელოდებიან.

„ფერმერები 150 ათას ტონა ხორბლის  მოსავალს ელოდებიან, რაც მთლიანი მოხმარების 15-17% შეადგენს.“- აღნიშნა სილაგავამ.