ამერიკულმა საჰაერო კოსმოსურმა კორპორაციამ „Boeing“ 2024 წლის პირველი კვარტალის ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა.

აღნიშნული ანგარიშიდან ირკვევა, რომ 2024 წლის პირველ კვარტალში Boeing-ის წმინდა საოპერაციო ზარალი $355 მილიონია, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე $70 მილიონით ნაკლებია.

საანგარიშო პერიოდში, შემოსავალი 2023 წელთან შედარებით 8%-ით შემცირდა და 16.6 მილიარდი დოლარი შეადგინა.