,,კურორტ საირმეს" ვანსა და ბაღდათის მუნიციპალიტეტებში 49 წლიანი იჯარით, წელიწადში 1 000 ლარად 13 687 749 კვ.მ მიწის ფართობს გადასცემს. - ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის განკარგულებაში გამოქვეყნდა.

609-ე განკარგულებაში საუბარია, 65 სხვადასხვა ლოკაციაზე არსებულ სასოფლო-სამეურნეო ფართებზე და საძოვრებზე.

კომპანიამ 8 წლის განმავლობაში 750-ნომრიანი სასტუმრო უნდა ააშენოს და განავითაროს სარეკრეაციო სივრცე, მოაწყოს სათხილამურო ტერასები და ტრასები.

განკარგულებაში გაწერილია გრაფიკი, რომლითაც "კურორტმა საირმემ" ვალდებულებების შესასრულებლად ₾80 მლნ-ის ინვესტიცია უნდა ჩადოს და  მომდევნო 8 წლის განმავლობაში, არანაკლებ 2 წლის ვადით 100 ადამიანი უნდა დაასაქმოს. 

მთავრობის განკარგულება 24 თებერვლით თარიღდება და ხელს პრემიერი ირაკლი კობახიძე აწერს.