ერთი თვეა, რაც ბაზარზე ხელნაკეთი საპნებისა და შამპუნების ბრენდინესვიგამოჩნდა. როგორცკომერსანტთანსაუბრისასნესვისთანადამფუძნებელი ანო მაღრაძე ამბობს, ამჟამად ახალ პროდუქტებზე მუშაობენ და მალე გამოჩნდება გაყიდვაში: ერთჯერადი საპნის ფირფიტები, აბაზანის „ბომბები“, წამწამებისა და წარბის ბუნებრივი ფიქსატორები, ტუჩის ბალმები, სახისა და სხეულის ზეთები და ცხოველთა მოვლის პროდუქტები. სამომავლოდ კი მაღაზიის გახსნას გეგმავენ. რაც შეეხება ფასებს, ცალობით „ნესვის“ საპნებისა და შამპუნები 5-დან 15 ლარამდე ღირს, სასაჩუქრე ბოქსების ფასი კი 18 ლარიდან იწყება.

კომერსანტი“ ანო მაღრაძის „ნესვისშექმნისა და სამომავლო გეგმების შესახებ ესაუბრა.

 

როდის შეიქმნა „ნესვი“ და საიდან გაჩნდა ჰიგიენის საშუალებების დამზადებით დაინტერესება?

ანი მაღრაძე, ნესვის თანადამფუძნებელი: ნესვისშექმნის იდეას, საკმაოდ მარტივი თუმცა, ჩვენთვის, შემქმნელებისთვისსიმბოლური პრეისტორია აქვს. მას შემდეგ, რაც ოჯახში 3 ქალბატონი დავრჩით - 2 ქალიშვილი და დედა, მალევე ვიგრძენით, რომ ყველას გვჭირდებოდა რაღაც ისეთი, რაც მეტ თავისუფლებას და სილაღეს მოგვიტანდა. განსაკუთრებით ეს დედას სჭირდებოდა, რომელიც წლების განმავლობაში პატიოსნად ითავსებდა ქალის გენდერულ როლს, თუმცა იმდენად პირნათლად, რომ საკუთარი თავიც გადაავიწყდა და შინაგან თუ გარეგან სიმშვიდესა და სიჯანსაღეზე ზრუნვაც.

ასე გაჩნდა დედას გონებაში სწრაფვა, რომ შეექმნა რაღაც ახალი - მისი შემოქმედებითობა და ბუნებისადმი სიყვარული გაეერთიანებინა და თან თავისი ცხოვრებისეული ისტორიები მოეყოლა. ასე შეიქმნანესვი”.

დედას ბავშვობიდან ახსოვდა მისი ბაბუა როგორ ამზადებდა ხოლმე საპონს სოფელში, არაერთხელ მოუყოლია ჩვენთვის ისტორიები საპნებზე, მათ ფორმებზე და ქიმიურ სასწაულებზე და როცა გადაწყვიტა, რომ ჩვენთან ერთად ეს საქმე დაეწყო - კიდევ და კიდევ უფრო მეტი გავიგეთ ამ საქმიანობის შესახებ.

რაიმე დაფინანსება, ან გრანტი ხომ არ მიგიღიათ? რა ინვესტიციით დაიწყეთ საქმიანობა?

საქმიანობა პირადი დანაზოგებით დავიწყეთ. ცხადია, მასალებთან მუშაობამ და ექსპერიმენტების კეთებამ საკმაოდ დიდი დრო და ფულადი რესურსი წაიღო. იმისათვის, რომ საუკეთესო შედეგები მივიღოთ, ბევრ პროდუქციას ჯერ კიდევ ვამუშავებთ, სანამ აუდიტორიამდე მივიტანთ. ხოლო პროდუქტი, რომელიც უკვე გავტესტეთ, შევამოწმეთ და მოგვეწონა, ონლაინ პლატფორმებზეა განთავსებული.

 

კონკრეტულად რას ამზადებთ? 

ნესვიხელნაკეთი, ბუნებრივი თავის მოვლის საშუალებების მაღაზიაა. სულ ერთი თვეა, რაც ჩვენი პროდუქციის გაზიარება დავიწყეთ აუდიტორიასთან და, ჩვენს მიერ ჩატარებული ექსპერიმენტების საფუძველზე, საპნებსა და შამპუნებს ვამზადებთ.

ამ ეტაპზე ვამუშავებთ ერთჯერადი საპნის ფირფიტების იდეას, რომელიც იქნება ჯანსაღი ხელებისთვის, რომელსაც ბუნებრივი პროდუქციით და ბიოდეგრადირებადი მასალით დავამზადებთ.

სამომავლოდ გვექნება, . bath bomb-ებიც. საქართველოს ბაზარზე არ არის ამ პროდუქციაზე დიდი მოთხოვნა, ამიტომ არ ვჩქარობთ. თუმცა, მცირე აუდიტორიას ვითვალისწინებთ და გვაქვს ხედვაში ეს პროდუქტიც; ასევე ვამუშავებთ წამწამებისა და წარბის ბუნებრივი ფიქსატორების მასალას, ტუჩის ბალმებსა და სახისა და სხეულის ზეთებს თვით-მასაჟის პროცედურებისთვის, რომელიც ძალიან მალე ჩაეშვება გაყიდვაში.

 

სად იყიდება თქვენი პროდუქცია? მხოლოდ ონლაინ, თუ ფიზიკურ მაღაზიებშიც გაქვთ შეტანილი?

ჯერ-ჯერობით ჩვენი პროდუქცია იყიდება მხოლოდ ონლაინ და ვფიქრობთ, რომ დროებით ასე განვაგრძობთ. ამ ეტაპზე, სანამ სახელს გაითქვამს ბრენდი და ცნობადობას მოვიპოვებთ, ვფიქრობთ, რომ ფინანსების მიმართვა მარკეტინგის განხრით უფრო მნიშვნელოვანია.

როგორია ფასები? რომელ სეგმენტზეა გათვლილი თქვენი პროდუქცია?

ვფიქრობთ, რომ საკმაოდ კონკურენტული ფასები გვაქვს. გამომდინარე იქიდან, რომ მთელი პროდუქცია  ხელნაკეთია, ფასები არც ისე დაბალია. საკმაოდ დიდ შრომას ვდებთ თითოეული თავის მოვლის საშუალების შექმნაში და პროდუქციაც უმაღლესი ხარისხისაა. ცალობით პროდუქციის ფასი 5-დან 15 ლარამდე მერყეობს, სასაჩუქრე ბოქსების ფასი 18 ლარიდან იწყება.

 

სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ? ახალი პროდუქტების დამატებას, ან შოურუმის/მაღაზიის გახსნას ხომ არ გეგმავთ?

გარდა იმ პროდუქციისა, რაც ზემოთ ვახსენეთ გვინდა, დავამატოთ ცხოველთა მოვლის პროდუქციაც. ჩვენ თავად გვყავს შინაური ცხოველი, რომლისთვისაც მუდამ ვეძებთ საუკეთესო დასაბან საშუალებებს.

სამომავლოდ აუცილებლად გავხსნით მაღაზიას, სადაც მომხმარებლებს შეეძლებათ ჩვენი პროდუქციის ნახვა, დატესტვა, სასაჩუქრე ყუთების აწყობა და კონსულტაციის მიღება, თუ რომელი პროდუქტები იქნება მათთვის საუკეთესო.