საქართველოდან ლიმონათის ექსპორტი იზრდება. როგორცეფ ეს საქართველოსკორპორაციულ საქმეთა დირექტორიბიზნესპარტნიორთანსაუბრისას განმარტავს, გასულ წელს კომპანიის მიერ განხორციელებულმა ლიმონათის ექსპორტმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია.  

შარშან  დაახლოებით 60 მლნ ლიტრი ლიმონათის ექსპორტი განვახორციელეთ. შედარებისათვის, საქართველოს ბაზარზე ვყიდით 20 მლნ ლიტრს, მაშინ როცა 60 მლნ ლიტრი 25-მდე ქვეყანაშია ექსპორტირებული“,-აღნიშნავს ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი.

მისივე თქმით, ექსპორტი ევროპაში, ბალტიის ქვეყნებში, მეზობელ ქვეყნებში, ამერიკაში, ირლანდიაში, დიდ ბრიტანეთსა  და სხვა ქვეყნებში ხორციელდება. რაც შეეხება ფასებს, ნიკოლოზ ხუნძაკიშვილის თქმით, პროდუქციის ფასები ქვეყანაში არსებულ ინფლაციის მაჩვენებელზე მეტად არ იზრდება.

ჩვენ 2022 წელსაც, როცა ინფლაციის მაჩვენებელი იყო მაღალი ყოველთვის ვამბობდით, რომ ჩვენი ფასების ზრდის დინამიკა უნდა იყოს ნაკლები საშუალო ინფლაციის მაჩვენებელზე. ეს ლოგიკა გვაქვს შენარჩუნებული ამ ეტაპზეც“,- აღნიშნავს ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი.

 

Bp.ge