მესტიის აეროპორტის ახალი ტერმინალზეგამოცხადებულ კონკურსში, 18 პრეტენდენტს შორის, კომპანია  Green Studio- საუკეთესო პროექტიწარმოადგინა და, შესაბამისად,  გაიმარჯვა. კონკურსში გამარჯვებული პროექტის არქიტექტურულკონცეფციაზე სწორედ LSG Solutions-ის გუნდისარქიტექტორებმა, ნინო გრიგოლაშვილმა და თეონაგოგოლაძემ იმუშავეს.

ახალი ტერმინალის კონცეფცია წარმოადგენსთანამედროვე შენობას, რომლის იდეა არის კავშირიდაამყაროს წარსულსა და აწმყოს შორის. თანწარსულის საუკეთესო მაგალითებს, საშუალებამისცეს, ახალი სახით მომავალში გაიკვლიოს გზა. თამარ მეფის სახელობის აეროპორტის ახალიტერმინალის კონცეფცია დავუკავშირეთ თამარმეფის საზეიმო სამოსს. “ ნინო გრიგოლაშვილი LSG Solutions-ის არქიტექტორი

კონცეფციის ავტორებმა, თამარ მეფის სამოსისელემენტები თარგმნეს არქიტექტურულ ენაზე. ბისონის შემადგენელი ელემენტები - მარგალიტებიგამოყენებულია როგორც ხის კოჭების ჩარჩოებისკონსტრუქცია, რომბები, როგორც სარკმლებიგადახურვაში, ხოლო ჯვარედინი ნაქარგი, როგორცმზიდი კონსტრუქცია და წარსდგება ჩვენს წინაშე, ახალი ტერმინალის შენობის საკონკურსოწინადადების სახით.

 

მესტიის ახალი ტერმინალი, რომლის მშენებლობამიმდინარე წელს დაიწყება და 2025 წელსდასრულდება,  თანამედროვე, ერთსართულიანიშენობა იქნება. ტერმინალის თავისუფალი გეგმარებაფუნქციურად მოიცავს  გამგზავრებისა და მოფრენისზონებს.
ტერმინალი მგზავრთა მაქსიმალური რაოდენობისგამტარუნარიანობაზეა გათვლილი. გაფრენისა დამოფრენის დარბაზებში გათვალისწინებულია კვებისადა სავაჭრო სივრცეები, ასევე სხვა საჭიროსერვისები.

„საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ულოცავს წევრ კომპანია LSG Solutions-ს მისი არქიტექტორების მიერ შექმნილი კონცეფციის გამარჯვებას, რაც დიდიწარმატებაა, რადგან კომპანიის შემოთავაზებული კონცეფცია მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს სვანეთის პოზიტიური იმიჯის კიდევ უფრო გაძლიერებაზე, რაც თავის მხრივ დადებითად აისახება ტურისტულ ნაკადებზე. სვანეთი ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული ლოკაციაა, რომელიც გამოირჩევა ულამაზესი ბუნებით და მსგავსი ინფრასტრუქტურული პროექტები მეტ ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს ქვეყანას და შესაბამისად, მის მოსახლეობას“ განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ვეფხვაძემ.