საქართველოში ფრანგული ტანსაცმლის ბრენდი Kiabi შემოვიდა, ბენდის პირველი მაღაზია კი 20 აპრილს east point- ში გაიხსნა - ამის შესახებ „კომერსანტს“ east point- ის მარკეტინგის ხელმძღვანელმა თეიკო ლომინაძემ უთხრა. მისი თქმით Kiabi საშუალო საფასო კატეგორიაში გადის. 

„20 აპრილს საქართველოში  ტანსაცმლის ფრანგული ბრედი Kiabi შემოვიდა, ბრენდის პირველი მაღაზია კი east-point- ში გაიხსნა, რაც შეეხება საფასო სეგმენტს ბრენდი საშუალო სეგმენტის მომხმარებელზეა გათვლილი“ - აღნიშნა თეიკო ლომინაძემ. 

Kiabi 1978 წლიდან ოპერირებს და მომხმარებელს ქალის, მამაკაცის და ბავშვის ტანსაცმელს, აქსესუარებს და თეთრეულს სთავაზობს. 2005 წლიდან კი Kiabi-ის პროდუქცია მსოფლიოს 26 ქვეყანაში იყიდება, საქართველოში მას ოპერირებას კომპანია GTEX უწევს.