ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე პირველი Outlet village სექტემბერში გაიხსნება - ამის შესახებ ინფორმაცია Outlet Village - ის  ლინკდინზე გავრცელდა. კომპანიის წარმომადგენლებმა სამუშაო შეხვედრა თბილისში  Hilton Garden Inn-ში გამართეს.

„გასულ პარასკევს ჩვენ შევიკრიბეთ Hilton Garden Inn-ში და ჩვენ პარტნიორებს საქართველოში „შოპინგის“ მომავლის შესახებ ჩვენი ხედვა გავუზიარეთ. მათ გავაცანით ჩვენი ბიზნეს სტრატეგია, რომელიც მოიცავს ინოვაციურ მარკეტინგულ აქტივობებს და მიზნად ისახავს სავაჭრო  გამოცდილების ხელახლა განსაზღვრას როგორც გახსნამდე, ასევე  გახსნის შემდგომ ფაზებში.“ - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

საიტზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით Tbilisi outlet village თბილისის ცენტრიდან 30 წუთის სავალზე  მდებარეობს, მისი ფართობი 12,500 მ²-ია. დღეის მდგომარეობით დასრულებულია 70 მაღაზიის ფასადი. ტერიტორიაზე გათვალისწინებულია პარკინგი 1700 მანქანაზე.

პროექტის  თავდაპირველი ინვესტიცია 70 მილიონ ლარს შეადგენდა, ხოლო მოგვიანებით ეს თანხა 100 მილიონამდე გაიზარდა. პროექტის მშენებლობას სამშენებლო კომპანია „დომუსი“ ახორციელებს და ერთ-ერთ მხარდამჭერი TBC ბანკია.