აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია (SOCAR) გეგმავს ბიზნესის გაფართოებას ბულგარეთში და მუშაობს ამ ქვეყანაში გაზის გამანაწილებელი შიდა ქსელის განვითარებაზე. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

როგორც მედია იუწყება, ამის შესახებ SOCAR Balkany-ის ხელმძღვანელმა მურად ჰეიდაროვმა, ბაქოში, აზერბაიჯან-ბულგარეთის ბიზნეს ფორუმის ფარგლებში განაცხადა.

„5 მაისს SOCAR-სა და ბულგარულ Asarel Investment-ს შორის მემორანდუმი გაფორმდა, რაც კიდევ ერთ ნაბიჯს ნიშნავს SOCAR Balkany-ის ბიზნესის განვითარებისთვის ბულგარეთში,“ - განაცხადა მან.