სწრაფი კვების ბრენდ „ბუშმალას“ დამფუძნებელი, ნოდარ ტურაშვილი დააკავეს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში 18:32-ზე თავად დაწერა:

„ახლა მომაკითხეს ბუშმალაში, ქურდობის ფაქტზე მიმყავხარო. რა ვქნა? კამერაზე მინდა შეგახედოო“. მეგობრების ცნობით, ის პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი.

ბოლო პერიოდში, ნოდარ ტურაშვილი სხვადასხვა სოციალურ პლატფორმაზე აქტიურად ათავსებდა რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მხარდამჭერ პოსტებსა და ვიდეოებს.

„კომერსანტი“ დამატებითი ინფორმაციის მიღებას ცდილობს.